| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც სკოლის ხელმძღვანელებს, ასევე დირექციის წარმომადგენლებსა და სამეურვეო საბჭოს წევრებს ეკრძალებათ, სკოლის მიერ დადებული გარიგების გაფორმებისას, იყვნენ მეორე მხარე:
„საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების (გარდა შრომითი ხელშეკრულებისა) მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი. ამ კანონის მიზნებისთვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს საქართველოს პრეზიდენტი აწერს და რომელიც უკვე ძალაშია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა