სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
16-12-2022
-
+


ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ტრადიციული დაჯილდოება წელს მეხუთედ გაიმართა და ხუთი ძირითადი საკონკურსო კატეგორიის გარდა, სპეციალური პრიზები საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომაც დააწესა. 

პროფესიული განათლების 2022 წლის სტუდენტი კოლეჯი „იკაროსის“ სტუდენტი აკაკი ცანკაშვილი გახდა, რომელიც წარმატებულად დაეუფლა კონდიტერის პროფესიას და დღეს კოლეჯში, მასწავლებლის სტატუსით უზიარებს საკუთარ ცოდნას მოსწავლეებს. აკაკი, რომელიც სპეციალური საგანანმანათლებლო საჭიროების მქონეა (ის სმენადაქვეითებულია), იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

2022 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პედაგოგმა, გრიგოლ ფრანგიშვილმა მოიპოვა. 2022 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა კოლეჯი „იკაროსი“, პროგრამით - კულინარიის ხელოვნება, ხოლო წლის პროფესიული მომზადების/ გადამზადების კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კოლეჯი „ახალი ტალღა“, პროგრამით - კერძების მომზადების ტექნოლოგია. წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი „პსპ ფარმა“ დასახელდა.  

წელს ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური ჯილდო დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ. საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში, გადაეცა კოლეჯს „მოდუსს“. 

უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი კი რამდენიმე ქვე-კატეგორიაში გადაეცათ რუსთავის მუნიციპალიტეტს (წლის რეგიონული მხარდამჭერი), საქართველოს ბიზნესის აკადემიას - SBA (წლის საერთაშორისო ინიციატივა), თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს (წლის საიმიჯო კამპანია) და ქეთევან სუჯაშვილს, ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯიდან (წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი).

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ -ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი. 

„მოხარული ვარ, რომ ტრადიციის ერთგულები ვრჩებით და კონკურსზე, რომელსაც საფუძველი ხუთი წლის წინ ჩავუყარეთ, სულ უფრო იზრდება როგორც მონაწილეთა რაოდენობა, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. დარგში წარმატებული მაგალითების და პრაქტიკის წარმოჩენით, ხელს ვუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც პროფესიული განათლების სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.  

„ჩვენი ფონდი უკვე მეხუთე წელია აქტიურად უჭერს მხარს პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს. გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში თანხების ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და პროფესიული განათლება ქვეყანაში პოპულარული გახდეს“, - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა. 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკური წელს მეხუთედ ჩატარდა ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება