სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„დღეს არის განათლების ზეიმი“- საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის შემაჯამებელმა კონკურსმა „ეტალონელებს“ ნამდვილი დღესასწაული მოუტანა
15-12-2022
-
+


ეტალონი 2022 - შემაჯამებელი კონკურსი, ათასობით თანამოაზრე თუ გულშემატიკივარი და უცვლელი კურსი - მომავალი თაობების განათლებაზე მუდმივი ზრუნვა...

14 დეკემბერს „ეტალონელებისთვის“ ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, საქართველოს ეროვნულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა საუკეთესოებს შორის საუკეთესოები გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს ძლიერება განათლებულ თაობებშია.

ჩემპიონატს უცვლელი წამყვანი და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც არა მხოლოდ მონაწილეებს, არამედ სრულიად საქართველოს სიტყვით მიმართა:

„დღეს „ეტალონის“ დასკვნითი კონკურსი ონლაინ-რეჟიმში ტარდება და მინდა გითხრათ, რომ თითოეული მონაწილე უკვე გამარჯვებულია - ისინი თავიანთი მუნიციპალიტეტების „ეტალონი მოსწავლეები“ არიან და დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ სიამაყით გაიხსენებენ ამ ტიტულს...

34 მონაწილეს შორის, სამი ყველაზე იღბლიანი გამოვლინდება და დაჯილდოვდება. შემაჯამებელ ტესტს კი ისინი ონლაინ-პლატოფრმაზე გაივლიან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, პროფესიონალი ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ...“, - განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა და „ეტალონის“ მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება:

„მოხარული ვარ, რომ izrune.ge-ში სულ უფრო მეტი მოსწავლე ერთვება - აქ მხოლოდ საჭირო ცოდნას კი არ იძენთ, არამედ დროის ეფექტურ გამოყენებას, თავისუფალ აზროვნებასა და სწორ მეტყველებას სწავლობთ და ამასთან ერთად, izrune.ge გაძლევთ გეზს, თუ რა პროფესიის მიმართულებითაა უმჯობესი განვითარება“.

ბატონმა გოჩამ ასევე აღნიშნა, რომ იღბლიან სამეულს განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო - 1000-800-500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემა:

„მადლობა სამინისტროს, არა მხოლოდ ვაუჩერებისთვის ეკუთვნის, არამედ თანამოაზრეობისთვისაც... მადლობა ბატონ მიხეილ ჩხენკელს, ქალბატონ თამარ მახარაშვილსა და ბატონ ვალერიან გობრონიძეს“.

რაც შეეხება მონაწილეებს, კონკურსის მიმდინარეობისას, მათ 20 კითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა და განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის, რომ მხოლოდ საშუალო  კი არა, საბაზო საფეხურის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ - მერვეკლასელებმა უდავოდ ღირსეული „მეტოქეობა“ გაუწიეს უფროსკლასელებს.

ბატონმა გოჩამ, კონკურსის მიმდინარეობისას დიდი მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, მთლიან გუნდს არაფორმალურ განათლებაში შეტანილი წვლილისა და რა თქმა უნდა „ეტალონის“ თანამოაზრეობისთვის;

სიჩქარისკენ არ მოგიწოდებთ, სისხარტე საჭიროა“ - ასე მიმართა წამყვანმა ჩემპიონატის მონაწილეებს და ფართო საზოგადოებას ისიც გაუმხილა, სამომავლოდ ერის მაღალტექნოლოგიური მეხსიერების პროექტის ამოქმედებას რომ აპირებს: „izrune.ge-ში ჩართული თითოეული ბავშვი ჩვენგან მიიღებს სრულ მხარდაჭერას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში...  ასევე მოვუწოდებ ყველა სკოლის დირექტორს, ვისაც უნდა ჩართვა და ვერ ბედავს - გაბედეთ!

გარდა ამისა, ვაპირებთ ჩავწეროთ 100 000 მოტივირებული ბავშვის მიმართვა, რომლის ადრესატიც გაერო-ს გენერალურ მდივანი იქნება - ჩვენ მას აუცილებლად ჩამოვიყვანთ, რათა ნახოს - სხვადასხვა ეროვნებისა თუ რელიგიური მრწამისის მოზარდები ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ნამდვილად არ ვართ დასაკარგი ერი!“

ამის შემდეგ კი ბატონი გოჩა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეების ნაწილს გაესაუბრა:

ირაკლი ერაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, რატევანის საჯარო სკოლის მერვეკლასელმა აღნიშნა, რომ მისი წარმატება მასწავლებლებისა და ოჯახის დამსახურებაა და მადლობა გადაუხადა „ეტალონს“, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცა;

ზაზა აბისონაშვილმა, გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მთელ საქართველოს მიულოცა დამდეგი ახალი წელი და უსურვა ყველა პრობლემის გადალახვა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ეწრის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელენე ჭელიშვილმა კი აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მხოლოდ მრავალმხრივ განვითარების საშუალებას კი არ აძლევს, არამედ დროის დროის სწორად გამოყენებასაც ასწავლის;

ნინი ჩხიტუნიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის, საიმერლოს საჯარო სკოლიდან, ისაუბრა იმაზე, თუ რატომ უნდა იყვნენ ბავშვები სწავლასა და წარმატებაზე ორიენტირებულები, ხოლო კალისტრატე სალიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლემ - დათო თოდუამ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სწორედ ამ პროექტმა მისცა სტიმული, უკეთ ესწავლა;

წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლირა ღურწკაიამ კი აღნიშნა, რომ თითოეული „ეტალონელი“ უკვე გამარჯვებულია „ყველანი პირველ ადგილზე ხართ და გილოცავთ! დღეს არის განათლების ზეიმი!“

თანატოლებს წარმატებები უსურვა ხობის მუნიციპალიტეტის, ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ სოფო ბასილაიამაც, რომელმაც, სხვათა შორის, გაციებისა და მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ბოლომდე უერთგულა „ეტალონს“, მშობლიურ სკოლასა თუ მუნიციპალიტეტს და მაინც მიიღო მონაწილება კონკურსში. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნიკოლოზ არევაძემ კი მისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა დაასახელა, ხოლო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა ინასარიძემ აღნიშნა, რომ ამაყობს ნიკოლოზით.

პროექტი შეაფასა საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელმა, ცისმარ მაჭარაშვილმაც და აღნიშნა,  რომ  „ზოგადად „ეტალონი“ მთელ საქართველოში ძალიან პოპულარია, თუმცა საჩხერეში განსაკუთრებით, რადგან წლებია ჩართულები ვართ პროექტში და სხვადასხვა დროს ჩვენს მუნიციპლაიტეტს არაერთი წარმატებული კონკურსანტი ჰყოლია, რაც დიდი სტიმულია ადგილობრივი სკოლებითვის; დღემდე დიდი ინტერესით ელიან ჩვენი მოსწავლეები „ეტალონს“, არც ერთი წელი არ ყოფილა, მონაწილეობა  არ მიგვეღო და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენი მოსწავლეები დიდ მწვერვალებს დაიპრყრობენ, მე კი წინსვლას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“.

ამასობაში ჩემპიონატის მონაწილეებმა ტესტები გაიარეს და იღბლიანი მოსწავლეებიც გამოვლინდნენ, თუმცა სანამ ბატონი გოჩა რეიტინგულ სიას გამოაცხადებდა, გაირკვა, რომ ტესტი თავადაც გაუვლია და ყველა სხვა მოსწავლის მსგავსად მე-10 ადგილზე გასულა.

ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული ლადო ფუტკარაძე გახდა, შუახევის მუნიციპალიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს, ხიჭაურის, წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე, რომელმაც მადლობა გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ საგანმანათლებლო პროექტების, ასევე მასწავლებლებს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით მოსწავლეების წარმატებაში, ხოლო შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ გოგრაჭაძემ აღნიშნა - ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვების პოვნაც კი მიჭირსო. 

გულშემატკივრებით გარშემორტყმულმა ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ხატია ბიწაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელემა ხათუნა შუშტაკაშვილმა კი მეორე ადგილზე გასვლისა და მთელი მუნიციპალიტეტის გახარების ბედნიერება ეკრანიდანვე სხვებისთვისაც გადამდები გახადეს. ემოციური აღმოჩნდა მესამე ადგილზე გასული ჩხოროწყუელი ლესიჭინეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ლადო სიჭინავას გამოცხადებაც. 

ასე ჩატარდა ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი, რომელმაც ყველა „ეტალონელს“ ნამდვილი დღესასწაული მოუტანა, იყო ემოციების ზღვა და უცვლელი გეზი - მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვა, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ ძალა თაობებშია!

იხილეთ ასევე:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება