სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შეიქმნა
15-12-2022
-
+


ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შეიქმნა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების განმარტებით, ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსიის შექმნა, კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.

„მნიშვნელოვანია, რომ სიახლე უსინათლო ადამიანებს სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებზე, სწრაფ და სრულფასოვან წვდომას სრულიად უსასყიდლოდ მისცემს.

ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ააიპ „მარიანის“ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელმა ექსპერტმა – ჰარის მობრისმა შექმნა.

ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება. ის უსინათლო ადამიანებს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს განათლების ხარისხს, უზრუნველყოფს ინფორმაციაზე სწრაფ წვდომას, ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ქმნის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას.

ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა  ინტეგრირებულია ღია წყაროს მქონე უფასო პროგრამა „ლიბლუიში“, რომელიც თავის მხრივ, ჩაშენებულია ეკრანის წამკითხველ სხვადასხვა პროგრამაში, როგორიცაა NVDA, JAWS და სხვა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება