სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სეკრეტ სანტა“ სკოლებში - რა თანხას ხარჯავენ მოსწავლეები და როგორ უნდა მართოს მასწავლებელმა თამაში ისე, რომ იმედგაცრუებული არავინ დარჩეს
24-12-2022
-
+


„სეკრეტ სანტა“ - ასე ჰქვია საახალწლო ტრადიციულ თამაშს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით აიტაცეს.

თამაშის არსი ასეთია - მონაწილეები თვალდახუჭული იღებენ საჩუქრის ადრესატის სახელს და მას საიდუმლოდ იტოვებენ. თამაშის მთავარი მიზანი ისაა, რომ იდუმალმა სანტამ ადრესატს საჩუქარი უნდა შეურჩიოს. თამაშის სხვადასხვა წესი არსებობს:

  • ადრესატი საჩუქრის მიღების შემდეგაც ვერ იგებს ვისგან მიიღო საჩუქარი.
  • საჩუქრის გადაცემის დღეს ირკვევა თუ ვინ ვისი სანტა იყო.
  • იდუმალი სანტა ადრესატს, მთავარი საჩუქრის მიღებამდე, არაერთ მცირე სიურპრიზს უმზადებს, მაგალითად, როგორიცაა შოკოლადები, სახალისო ბარათები, მინიშნებები და სხვა.

რა თანხას ხარჯავენ და რას ჩუქნიან ერთმანეთს მოსწავლეები?

იდუმალი სანტები ძალიან ცდილობენ, ადრესატი გაახარონ. ამის გამო ისინი ადრესატის სოციალურ ქსელებსაც კი ხშირად ათვალიერებენ, რათა გაიგონ მისი ინტერესები, რა მოსწონს, რას ისურვებდა საჩუქრად. რაც შეეხება თანხას, ზოგ შემთხვევაში თამაშის მონაწილეებს განსაზღვრული აქვთ, თუ რა თანხის ფარგლებში უნდა აჩუქონ ერთმანეთს საჩუქარი, ეს შეიძლება იყოს 15 ლარი, 20, 30 ან მეტიც. იდუმალი სანტების უმრავლესობა ადრესატს ჩუქნის: საახალწლო ან კერამიკულ ჭიქას სასურველი დიზაინით, ასევე სასაჩუქრე იდეებში ხშირად ჭარბობს საახალწლო წინდები, ტკბილეული, სუნამო, შარფი, წიგნი, სამკაული და სხვადასხვა აქსესუარი. ხანდახან მონაწილეები მიღებული საჩუქრით იმედგაცრუებულები რჩებიან, ამის გამოხატვის შემთხვევაში კი თავად იდუმალ სანტასაც გული სწყდება. არის შემთხვეები, როდესაც იდუმალი სანტები უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან თავის მოვალეობას და ადრესატს საჩუქრის გარეშე ტოვებენ. ისეც ხდება, რომ სანტა ძვირფას საჩუქარს არჩევს ადრესატისთვის, თავად კი „უბრალო“ საჩუქარს იღებს. უნდა აღინიშნოს, რომ თამაშში მონაწილეობა სავალდებულო არაა და ზოგჯერ მოსწავლეები იმის გამო იკავებენ თავს, რომ საჩუქრის ყიდვის საშუალება არ აქვთ.

შეუძლია თუ არა მასწავლებელს თამაშში ჩარევა და მისი წარმართვა?

პედაგოგს შეუძლია ისე წარმართოს თამაში, რომ ყველა მონაწილე კმაყოფილი დარჩეს. პირველ რიგში, უმჯობესია, თუ თამაშში საჩუქრის თანხაზე ლიმიტი იქნება დაწესებული და მონაწილეები ერთი და იმავე თანხის საჩუქრებს შეარჩევენ. ასე უფრო მეტი მონაწილე შეუერთდება თამაშს. მასწავლებელი ამის შესახებ მშობლებს უნდა შეუთანხმდეს. გარდა ამისა, სასურველია, მასწავლებელმა საჩუქრების გადაცემამდე არაერთხელ აუხსნას მოსწავლეებს, რომ მთავარი არა ნაჩუქარი ნივთი, არამედ ერთმანეთის გახარება, მზრუნველობა და სითბოს გამოხატვაა. თუ მასწავლებელი თვითონ იქნება თამაშის ორგანიზატორი, ამ შემთხვევაში მან უნდა უზრუნველყოს, რომ საჩუქრის გარეშე არცერთი მონაწილე არ დარჩეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება