სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები საბაზო პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებენ - ცვლილება კანონში
15-12-2022
-
+


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შევიდა. რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველ იანვრამდე უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების წესი და საფასური  სპეციალური მასწავლებლებისთვის. 

ამასთან, 2024 წლის 1 იანვრამდე  განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთად უნდა დაამტკიცოს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის მინიმალური კომპეტენციები. 

ბრძანების მიხედვით,საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს; აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.

სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში. 

დეტლაური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება