სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსის მისანიჭებლად მასწავლებლების წარდგენის ვადა დღეს, 14 დეკემბერს იწურება - სამინისტროს განმარტება
14-12-2022
-
+


მასწავლებლები პროფესიული წინსვლის სქემით განსაზღვრულ სტატუსს საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარების შემდეგ იღებენ, თუმცა იმავე სქემაში არსებობს გამონაკლისი, როდესაც სტატუსი პედაგოგებს მინისტრის ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე ენიჭებათ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი.

ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.

საქმე ის გახლავთ, რომ მასწავლებლისთვის, სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, კომისიისთვის მიმართვის უფლება აქვს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც იგი ასწავლის; ასევე განათლების სფეროში მოქმედ იურიდიულ პირს ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ვალდებულნი არიან დაასაბუთონ, თუ რა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილება ან დამსახურება აქვს მასწავლებლებს ზოგად განათლებაში, ხოლო სკოლის მიერ მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, დირექტორი ვალდებულია წარმოადგინოს პედაგოგიურ საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, წარმოდგენილი მასწავლებლის კანდიდატურის შესახებ.

თუმცა როგორც ირკვევა, წარდგენას თავისი ვადები აქვს და ამჯერად, სკოლებს, დირექციასა სსიპ-ებს სტატუსის ასამაღლებლად პედაგოგების წარდგენის ვადა დღეს - 14 დეკემბერს ეწურება.

etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, რომ 14 დეკემბერს სრულდება სტატუსის მისანიჭებლად მასწავლებლების წარდგენა და შემდეგი ეტაპი უკვე 2023 წლის ივნისში დაიწყება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება