სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

XII კლასის წარჩინებული მოსწავლეები 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ - განაცხადის ვადები და დოკუმენტები ცნობილია
14-12-2022
-
+


ხელვაჩაურის საჯარო სკოლის საშუალო საფეხბურის (XII კლასი) მოსწავლეთა  სწავლის სტიმულირება-წახალისების მიზნით, მუნიციპალიტეტი 2023 წელს სტიპენდიების გასცემს - აღნიშნულის შესახებ 2023 წლის ბიუჯეტში წერია, რომელიც ძალაში იანვრიდან შევა. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განათლების მხარდაჭერის პროგრამა  შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და მისი მიზანია, განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, განათლების სფეროს მხარდაჭერა და მოსწავლეთა წახალისება, ოჯახის სოციალური გარემოს გაუმჯობესება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის სახით. პროგრამა ვრცელდება ხელვაჩაურის საჯარო სკოლის  მოსწავლეებზე, რომელთა წლიური (მე-12 კლასი) შეფასება არის 9,5 ქულა და მეტი (მაგ. პირველი სემესტრის შეფასება 9.4 ქულა, მეორე სემესტრის 9.6 ქულა. წლიური შეფასება იქნება 9.5 ქულა).

2022-2023 სასწავლო წლის საშუალო საფეხურის საერთო ქულის შეფასებით სტიპენდიის გაცემა 300 ლარის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში თანხა გაიცემა 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული საშუალო საფეხურის საერთო შეფასებების მიხედვით ჯილდო გაიცემა არაუგვიანეს 2023 წლის ივნისის თვეში.

ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემა ხდება სასწავლო წლის ბოლოს უნაღდო ანაგარიშსწორების ფორმით. სტიპენდიის მიმღებთათვის დამზადდება სპეციალური სიგელი.

განცხადებების წარმოდგენის ვადები: 
      
2022-2023 სასწავლო წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ხელვაჩაურის მერიაში არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისამდე.

საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID  ბარათი ან პასპორტი); გ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მოსწავლის წლიური საშუალო საფეხურის საერთო ქულა; დ) მოსწავლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება