სიახლეები
სიახლეები

საგნობრივი ტესტების დაწერა მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ - დრო, დღეს 20:00 საათამდეა
11-12-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დღეს, 11 დეკემბერს ინლისურ და გერმანულ ენებში ჩატარდება. მოსწავლეებს კი ტესტის გავლა 20:00 საათამდე შეეძლებათ.
 
რეგისტრაციისთვის საჭირო კოდები:
 
  • ინგლისური ენა (10-11-12 კლასი), კოდი - 8221;
  • გერმანული ენა (10-11-12 კლასი), კოდი - 9811.
კოდები ზუსტად 09:00 საათზე გააქტიურდება. 
 
გაითვალისწინეთ, რომ ტესტი განკუთვნილია საშუალო საფეხურის (X-XI-XII კლასები) მოსწავლეებისათვის. სურვილის შემთხვევაში ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვთ საბაზო (VII-VIII-IX კლასები) საფეხურის მოსწავლეებსაც. 
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში მონაnacწილეობის მსურველებს შეუძლიათ შესაბამისი განრიგის მიხედვით, მათთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიარონ ტესტირება.
 
ოლიმპიადაში მონაწილეობის დეტალური ინსტრუქცია:
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome („გუგლ ქრომი“) და სამუშაოდ გახსნას მხოლოდ ერთი გვერდი.
 
ინსტრუქციის სრულად გაცნობის შემდეგ ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული  - https://online2.naec.ge/ol . ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.
 
„პაროლის“ ველში უნდა ჩაიწეროს ვებგვერდზე განთავსებული საგნის ოთხნიშნა სიმბოლო, რის შემდეგაც მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ღილაკი „დასტური“. დასტურის ღილაკზე დაჭერის შემდეგ გაიხსნება პირველი დავალება სავარაუდო პასუხებით. 
თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთა გასწვრივ მონიშნულია წრეები. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. 
 
თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დასტური“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას. 
 
თითოეულ დავალებაზე გამოყოფილია 2 წუთი. ამასთან ამ დროს ემატება დროის სარეზერვო 10 წუთი (კომპიუტერის ეკრანზე არის ტაიმერის აღმნიშვნელი სიმბოლო – ცისფერი ხაზი, რომლითაც იღებთ დროის რეზერვის შესახებ ინფორმაციას). დროის რეზერვი ივსება, თუ ერთ დავალებაზე გამოყენებულ იქნება 2 წუთზე ნაკლები დრო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთ დავალებაზე გამოყენებულია 2 წუთზე მეტი დრო, დროის რეზერვი იკლებს. დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეული დავალება მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში რჩება ეკრანზე. თუკი ამ დროის განმავლობაში არ იქნება  პასუხი მონიშნული, დავალება ავტომატურად გაქრება ეკრანიდან (გაქრობამდე 12 წამით ადრე პროგრამა მოსწავლეს საგანგებოდ ატყობინებს, რომ დავალებისათვის განკუთვნილი დრო იწურება). დროის ამოწურვის შემდეგ პროგრამა მოსწავლეს სთავაზობს ახალ დავალებას (წინა დავალება ჩაითვლება პასუხგაუცემლად). 
 
დავალებების ამოწურვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლის მიერ მიღებული ქულა, რაც მიუთითებს ტესტირების დასრულებაზე.
 
გაითვალისწინეთ, თუ ტესტირებისას გაითიშება კომპიუტერი, ან გაითიშა ელექტროენერგია, ან პასუხის მონიშვნის შემდეგ დასტურის ღილაკზე დაჭერისას პროგრამა არ რეაგირებს და საჭირო გახდა კომპიუტერის გადატვირთვა, პრობლემის მოგვარების შემდეგ პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, ანუ ბმულზე შესვლიდან პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები პროგრამულად დამახსოვრებული იქნება.
 
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე გადის ერთ დღეს დაგეგმილ რამდენიმე საგანზე, შესაძლებელია ორივე საგნის გავლა თანმიმდევრობით. აუცილებელია გამოყენებულ იქნეს საგნის კოდები მიმდევრობით: ჯერ ერთი საგნის კოდი, აღნიშნული საგნის დასრულების შემდეგ, ბმულზე ხელახლა შესვლის შემდეგ, აუცილებელია მეორე საგნის კოდის შეყვანა და ა. შ. 
 
თუ მონაწილის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სწორია და მიუხედავად სწორად შეტანილი მონაცემებისა, ვერ ხერხდება ტესტირების დაწყება, მონაწილე უნდა  დაუკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე:  2473333.  

მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.
 
პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე.
 
 
 
ყველა საგნობრივ ტესტში გამოყენებული იქნება მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების სასწავლო მასალა. მოსწავლეები შეასრულებენ ერთ ტესტს ყველა საგანში, გარდა მათემატიკისა და ფიზიკისა. ამ ორ საგანში ცალკე იქნება ტესტი, რომელშიც მოცემული იქნება მეათე კლასის მასალა და ცალკე - მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების საკითხები. თუ მოსწავლე ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობას მიიღებს ერთსა და იმავე საგანში სხვადასხვა კლასის შესაბამისად ჩატარებულ ტესტირებაში და ორივეში მოიპოვებს ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას, იგი ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი საგნის უფრო მაღალი კლასის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილედ.
 

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას

მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს შემოდგომის სილამაზე და სიხარული
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება