სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტესტში გამოყენებული იქნება სამი კლასის სასწავლო მასალა - „ნაეკი“ დეტალურ ინსტრუქციას ავრცელებს
08-12-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ხვალ, 9 დეკემბერს შემდეგ საგნებში ჩატარდება:  

  • ქართული ენა და ლიტერატურა; კოდი - 1192;
  • ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის); კოდი - 4873; 
  •   ფრანგული ენა; კოდი -  1303.

 კოდი ზუსტად 09:00 საათზე გააქტიურდება. 

ინსტრუქციის სრულად გაცნობის შემდეგ ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული  - https://online2.naec.ge/ol  ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მათთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიარონ ტესტირება.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს. ყველა საგნობრივ ტესტში გამოყენებული იქნება მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების სასწავლო მასალა. მოსწავლეები შეასრულებენ ერთ ტესტს ყველა საგანში, გარდა მათემატიკისა და ფიზიკისა. ამ ორ საგანში ცალკე იქნება ტესტი, რომელშიც მოცემული იქნება მეათე კლასის მასალა და ცალკე - მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების საკითხები. ამდენად, მათემატიკასა და ფიზიკაში მოსწავლეს საშუალება ექნება აირჩიოს ორი ტესტიდან ერთ-ერთი და ის შეასრულოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება