სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებსა და მოსწავლეებს ფულადი ჯილდო გადაეცათ - „გვინდა დაგიფასოთ გარჯა და წაგახალისოთ“
07-12-2022
-
+


ქუთაისის მერი საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.

ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020-2021-2022 სასწავლო წლებში არაერთმა ქუთაისელმა მოსწავლემ მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება საგნობრივ ოლიმპიადებში.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, ქუთაისის მერია წარმატებულ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ტრადიციულად, ყოველწლიურად აჯილდოებს.

„ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების ქალაქი. მოხარული ვარ, რომ თქვენ აგრძელებთ ამ საუკეთესო ტრადიციას და არაერთხელ ასახელეთ თქვენი პედაგოგები, სკოლა, ქუთაისი. თქვენი ნიჭის და შრომის შედეგია, რომ საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიადებიდან გამარჯვებულები გვიბრუნდებით. გვინდა დაგიფასოთ ეს გარჯა და წაგახალისოთ კიდევ უფრო დიდი წარმატებებისთვის. თქვენთან ერთად უნდა შევქმნათ უკეთესი ქუთაისის ხვალინდელი დღე!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება