სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების კომპონენტის ინტეგრირება განათლების სისტემაში“ - რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტმა შეცვალა
09-12-2022
-
+


სახლახო დამცველის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების კომპონენტის ინტეგრირება უნდა მომხდარიყო, ფორმალური განათლების სისტემაში პარლამენტმა შეცვლილი შინაარსით გაუგზავნა განათლების სამინისტროს და უწყებას განათლების სისტემაში ადრეული ქორწინებისა და თანამდევი რისკების შესახებ განათლების კომპონენტის ინტეგრირება დაავალა. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას და ომბუდსმენის აპარატს არ შეუძლია, თქვას რამდენად შეასრულა აღნიშნული რეკომენდაცია სამინისტრომ. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, რეკომენდაციის არსი იყო: 

„უზრუნველყოს ზოგადი ფორმალური განათლების სისტემაში ადრეული ქორწინებისა და თანამდევი რისკების შესახებ განათლების კომპონენტის ინტეგრირება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით და ამ მიმართულებით განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლება;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი
ფორმულირებით:

მოხდეს ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების კომპონენტის სრულად ინტეგრირება ფორმალური განათლების სისტემაში და გატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებში ამ კომპონენტის სწავლების უნარების გამომუშავებისთვის;

რეკომენდაციით სახალხო დამცველის მიზანი ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების კომპონენტის სრულად ინტეგრირება იყო, რაც დავალებაში საერთოდ არ არის ინტეგრირებული.

სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება  შეფასებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება