სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ევალება სკოლის საინფორმაციო მენეჯერს და ვის შეუძლია ამ პოზიციაზე დასაქმება?
09-12-2022
-
+


სკოლის საინფორმაციო მენეჯერი შეიძლება იყოს პირი, რომელიც კარგად ფლობს მშობლიურ ენასა და საოფისე პროგრამებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვაკანსიების ვებგვერდზე სკოლების ნაწილი მოითხოვს, რომ საინფორმაციო მენეჯერს ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ნაწილი კი ამას აუცილებლობად არ მიიჩნევს.

სკოლის საინფორმაციო მენეჯერის ვალდებულებებია:

  • აღრიცხოს მოსწავლეები (პირველკლასელთა რეგისტრაცია, მოსწავლეთა მობილობა, სტატუსის შეჩერება/აღდგენა და ა.შ) სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge);
  • უზრუნველყოს სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge) სკოლის მიერ შერჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოების ელექტრონულად ასახვა;
  • უზრუნველყოს სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge) მასწავლებელთა მონაცემების შეტანა, მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ასახვა, საგაკვეთილო ცხრილების შედგენა და სხვა ოპერაციების შესრულება;
  • უზრუნველყოს სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge) მოსწავლეთა სარგებლობაში არსებული გრიფირებული სახელმძრვანელოების შეფასების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად ასახვა;
  • უზრუნველყოს სკოლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Eschool.emis.ge) სამეურვეო საბჭოს ფორმირების, წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის და ახალი წევრის თაობაზე ინფორმაციის ასახვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და სკოლის სხვა თანამშრომლებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში კონსულტაციების გაწევა;
  • უზრუნველყოს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს გამოგზავნილი დავალებების შესრულებაში/ელექტრონულად ინფორმაციის შეგროვებაში/ გადაგზავნაში დახმარება;
  • დაიცვას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად მისთვის ცნობილი თანამშრომელთა/მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები;
  • კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლის დირექტორის დავალებების შესრულება.

საინფორმაციო მენეჯერებს, ზოგ შემთხვევაში, სკოლის ვებგვერდისა და facebook-ის მართვაც უწევთ.

ცნობისთვის, საინფორმაციო მენეჯერს უფლება აქვს, იმავე სკოლაში იმუშაოს მასწავლებლადაც, თუ შესაბამისი კომპეტენცია აქვს დადასტურებული, თუმცა მისი სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება