სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

8 ნიშანი, რომელიც მოსწავლის კითხვის სირთულეზე მიუთითებს 
17-12-2022
-
+


მოსწავლეს სირთულეები კითხვის სწავლის ნებისმიერ ეტაპზე შეექმნას, მათ შორის ფონოლოგიური უნარების ჩამოყალიბების, ასოების ცნობის, ასოების ბგერებად გაერთიანების ან ბგერების სიტყვებად გამთლიანების, აზრის გაგება - გააზრებისას. კითხვის ათვისების სირთულეებს სხვადასხვა მოსწავლეებთან სხვადასხვა მახასიათებლები აქვს.

რა შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ კითხვის სირთულეებზე:

კითხვის დაუფლების ნელი ტემპი

როდესაც მოსწავლეს უჭირს ასოების ბგერებთან დაკავშირება და ხშირად ეშლება ასოების სწორად დასახელება, უჭირს მოცემული ასოს თავისებურების და დეტალების გარჩევა და გარკვეულ ბგერასთან დაკავშირება. ასოების ამოცნობის, ანბანის დაუფლების სირთულეები, რომელიც დროში გახანგრძლივებულია. ამის მიზეზი შესაძლოა ვიზუალურ-სივრცითი უნარების პრობლემა იყოს.

ასოების ერთმანეთში არევა

მოსწავლე ხშირად უშვებს შეცდომებს კითხვისას ასოების არასწორი დასახელების გამო. ეს შეცდომა ხშირად ასოების მსგავსი მოყვანილობით არის გამოწვეული (ძ – ხ, წ –შ და ა.შ.). მოსწავლეს შეიძლება აერიოს “ა” და “ი” ასოებიც.
ასოების გადანაცვლება

სიტყვის ამოკითხვისას მოსწავლე ანაცვლებს ბგერებს სიტყვაში ან მოკლე სიტყვას უკუღმა კითხულობს

სიტყვის გამთლიანების სირთულე

მოსწავლეს ცალკეული ასოების ამოკითხვა შეუძლია, თუმცა უჭირს ასოების გაერთიანება და სიტყვის სრულად თქმა. ამის მიზეზი ფონემური სინთეზის სირთულეა. ამ დროს მოსწავლეს არ შეუძლია სიტყვის დასაწყისში წაკითხული ბგერების დამახსოვრება და დანარჩენ ამოკითხულ ბგერებთან გაერთიანება. მას ავიწყდება, რომელი იყო სიტყვის პირველი ამოკითხული ბგერა, რათა ის შემდგომ ამოკითხულ ბგერასთან გააერთიანოს და ბოლოს განსაზღვროს რა სიტყვა წაიკითხა.

მიხვედრით კითხვა

კითხვისას შეცდომები გამოწვეულია მიხვედრით კითხვის გამო, რომლის დროსაც მოსწავლე სიტყვის პირველ ბგერებს კითხულობს, ხოლო დანარჩენს მიხვედრით აბოლოებს ან ტოვებს სიტყვის დაბოლოებებს.

სიტყვის შინაარსის გაგება-გააზრების სირთულე

მოსწავლე კითხულობს ცალკეულ ასოებს, შეუძლია მათი სიტყვად გაერთიანება, თუმცა ვერ ხვდება, რა სიტყვა წაიკითხა.

წინადადების, ტექსტის გაგება-გააზრების სირთულე

კითხვის სირთულეების მქონე მოსწავლეებს ახასიათებთ წაკითხული მასალის გაგების პრობლემაც. ეს სირთულეები გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ ტექსტში მთავარი ელემენტების განსაზღვრის შესაძლებლობას. მაგ. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მოსწავლე ვერ პასუხობს კითხვებს, თუ სად ვითარდება მოქმედება ან რა არის მოთხრობის მთავარი არსი.

კითხვის ინტონაციის დარღვევა

ტექსტის კითხვისას მოსწავლე სიტყვებსა და წინადადებებში არასწორად სვამს ინტონაციებს, არ აკეთებს პაუზას წინადადების დასრულებისას.

ფონოლოგიური ანალიზის და სინთეზის სირთულე

მოსწავლეს უჭირს სიტყვების დამარცვლა ან მარცვლების სიტყვებად გაერთიანება, ნაცნობ სიტყვაში ცალკეული ბგერების გამოყოფა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება