სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია განახორციელეს
29-11-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან. 

ისინი სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან - ლამზირა ოსეფაშვილთან და ამაია ფატულაევასთან ერთად, მოხალისეობრივი ენთუზიაზმით თემში გავიდნენ და სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ. 

მოსწავლეები სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდას, 25 წლის თარიფ გუსეინოვას ესტუმრნენ. მათ თემში არსებული პრობლემები წინასწარ გამოიკვლიეს და აარჩიეს, თუ ვის დაეხმარებოდნენ.  

აქტივობაში ყველა უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

„ერთი ლამაზი დღე სასკოლო ცხოვრებაში.
მოხალისეობა არის ნებაყოფლობითი უანგარო დახმარება, სამაგიეროს გადახდის გარეშე. 
მოსწავლეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს გაცემული სიკეთით, ოჯახს სხვადასხვა პროდუქტებით, ტკბილეულით, მედიკამენტებით  დაეხმარნენ. ოჯახის წევრები მათ ჩაით  და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. სიკეთე გადამდებია, თითქოს დიდი ლოდი გეხსნება გულიდან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება