| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის შესწავლას დიდი ყურადღება ექცევა.
სკოლაში 3 სერტიფიცირებული ქართული ენის მასწავლებელი მუშაობს. ხშირად ტარდება საინტერესო ღონისძიებები და გაკვეთილები. ქართული ენის კათედრა აქტიურადაა ჩართული სახალისო აქტივობების შედგენასა და გამოყენებში, რადგან მოსწავლეებმა ხალისით შეისწავლონ ქართული ენა. კათედრას კონსულტანტ-მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.
მოსწავლეები ჯერ წინასაანბანო პერიოდს გადიან. თამარ სუკასიანი პირველი კლასის ქართული ენის მასწავლებელია, რომელიც გაკვეთილზე სახლისო აქტივობებს იყენებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
„ბავშვებმა უამრავი რამ შეისწავლეს. გაკვეთილი, რომელიც თამარ მასწავლებელმა ჩაატარა, სწორედ იმის დემონსტრირება იყო, თუ როგორ შეიძლება თამაშით შეძლოს ბავშვმა ენის შესწავლა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ