| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი „მშობლები წიგნიერებისთვის“ ხორციელდება.
პროექტის დეტალებზე მისი ხელძღვანელი და იდეის ავტორი, პედაგოგი ქეთევან მიქაძე გვიზიარებს დეტალებს:
„წიგნიერება, დღევანდელი გაგებით, მხოლოდ წერისა და კითხვის უნარს არ გულისხმობს. წიგნიერ ადამიანს უნდა შეეძლოს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება.ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული ტექსტების გააზრება და ინტერპრეტაცია.
ჩვენი, მასწავლებლების, მიზანს კი წარმოადგენს წიგნიერი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითად განვითარებული ადამიანის აღზრდა. მიზნის მიღწევა შესაძლებელია მაშინ, როცა სკოლა, მშობელი და მასწავლებელი თანამშრომლობს.
ჩვენ ვთანამშრობლობთ და გვსურს, ერთობლივი მონდომებით შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, განვუვითაროთ წიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების უნარები, რომლებიც სჭირდება თანაედროვე მოსწავლეს ,თანამედროვე სამყაროში გზის გაკვლევისთვის/ორიენტირებისთვის.
პირველი სტუმარი გახლდათ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი მილენა, რომელმაც ბავშვებს გააცნო რევაზ ინანიშვილის საბავშვო მოთხრობა „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“. ბავშვებმა მშობელთან ერთად წაიკითხეს მოთხრობა, რომლის შემდგომ კლასში გაიმართა მსჯელობა/დისკუსია“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა