სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა წარმოადგენს“ - მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა
17-11-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტთა საერთაშორისო დღე ახალგაზრდებს სოციალური ქსელით მიულოცა.

„17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა – მინდა, თითოეულ სტუდენტს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკვე მრავალი წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

მჯერა, მომდევნო წლები თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება.  გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებებსა და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“, - აღნიშნულია გავრცლებულ ინფორმაციაში

17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1946 წლიდან, ხოლო საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება