სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა ესაუბროს მასწავლებელი მოსწავლეს, რომელიც დისციპლინას არღვევს?
17-11-2022
-
+


სკოლაში დისციპლინის დაცვა აუცილებელია. ალბათ, არ არსებობს მასწავლებელი, რომელსაც კლასში რთული ქცევის მოსწავლე არ ჰყოლია, ან მოსწავლეების კამათს არ შესწრებია, ანდა გაკვეთილზე ბავშვების არასაგაკვეთილო თემაზე საუბრით არ შეშლია ხელი.

დისციპლინის დამრღვევ მოსწავლეებს რამდენიმე ათეული წლის წინ სხვადასხვა მეთოდით სჯიდნენ. საბედნიეროდ, თანამედროვე სწავლებაში ძალადობა დაუშვებელია. მასწავლებლებს დისციპლინის დამრღვევ მოსწავლეებთან ურთიერთობა და საერთო ენის გამონახვა უნდა შეეძლოთ.

მოსწავლეებმა იკამათეს? საკლასო წესები დაარღვიეს? - არ განიხილოთ სიტუაცია ემოციურად და სუბიექტურად. დამრღვევ მოსწავლეს მშვიდად მიმართეთ: „გააანალიზე, რაც მოხდა და ცოტა ხანში ამაზე ვისაუბროთ“, „არ მომეწონა, რასაც შევესწარი, იმედგაცრუებული ვარ, მოგვიანებით დავილაპარაკოთ“...

თუ სიტუაციაში რამდენიმე მოსწავლე მონაწილეობდა, გაესაუბრეთ ცალ-ცალკე.

თუ კლასში ერთი ბავშვი არღვევს დისციპლინას, მიუახლოვდით და ესაუბრეთ ისე, რომ მხოლოდ მას ესმოდეს.

არასოდეს დასაჯოთ საჯაროდ მოსწავლე. შეიმუშავეთ სასჯელის ზომები, რა თქმა უნდა, დაუშვებელია სასჯელის ზომად განსაზღვროთ ფიზიკური შეხება, კუთხეში დაყენება, დამცირება ან რაიმე ისეთი ქმედება, რაც ბავშვს თავს შეურაცხყოფილად აგრძნობინებს. მაგალითად, თუ მოსწავლე სკოლაში ხშირად ცხადდება საშინაო დავალების გარეშე, შესაძლებელია, სასჯელი იყოს შემდეგი: გაფრთხილება, გაკვეთილების შემდეგ დარჩენა დავალების დაწერის მიზნით და ა.შ.

დისციპლინის დამრღვევ მოსწავლეებთან მასწავლებელი თანმიმდევრული და პრინციპული უნდა იყოს. მკაფიოდ უნდა განუმარტავდეს მოსწავლეს, რა წესებს არღვევს ის. ამასთან, აუცილებელია, პედაგოგი ყველა მოსწავლეს თანაბრად სთხოვდეს ერთი და იმავე წესების შესრულებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება