სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ის, რისთვისაც მასწავლებლების მადლიერები უნდა ვიყოთ
18-12-2022
-
+


მასწავლებლებს ადამიანის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა აქვთ. ისინი, შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა ცნობიერებას აყალიბებენ, შთაგონებით ავსებენ და მოტივაციას აძლევენ, რათა წინსვლა და განვითარება არ შეწყვიტონ.

პედაგოგები თავიანთ პროფესიას პირნათლად ემსახურებიან, ამიტომაც მნიშვნელოვანია დავაფასოთ მასწავლებლები, რომელთაც წარმატებული თაობის აღზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

უცხოელი ბლოგერი წარმოგიდგენთ მიზეზებს, რის გამოც მასწავლებლებს მადლობა უნდა გადაუხადოთ.

მათ იმაზე მეტად სჯერათ მოსწავლეების, ვიდრე მოსწავლეებს საკუთარი თავის

მასწავლებლებს მოსწავლეების დიდი ნდობა და რწმენა აქვთ. სჯერათ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ. პედაგოგები მათ უნერგავენ აზრს, რომ ყველაფერი შეუძლიათ და ამით უდიდეს მოტივაციას აძლევენ.

ისინი მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს უსახავენ

მასწავლებლები მოსწავლეებს საშუალებას არ აძლევენ, რომ განვითარება შეწყვიტონ და ერთ ადგილას გაჩერდნენ. ისინი მათ გამუდმებით ამხნევებენ, რადგან იციან, რომ ეს სამყარო სავსეა შესაძლებლობებით. პედაგოგები მოსწავლეებს ხვალინდელი გამოწვევებისთვის ამზადებენ და საჭირო უნარებს უვითარებენ.

პედაგოგები მოსწავლეებისთვის ძალიან ბევრს მუშაობენ

მასწავლებლები ყოველთვის ისწრაფვიან თავიანთი მოსწავლეების წარმატებისკენ. ისინი დაუღალავად მუშაობენ ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ბავშვების აღზრდა სწორად შეიძლება.

ისინი მოსწავლეებს მოტივაციას აძლევენ

მაშინაც კი, როდესაც მოსწავლეები წარუმატებლები არიან, მასწავლებლები მოტივაციას აძლევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ სცადონ და საკუთარ თავზე უმუშაონ.

პედაგოგები მათზე ზრუნავენ

ჭეშმარიტ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის ყოველთვის საუკეთესო სურთ. ისინი თითოეულ მათგანზე ზრუნავენ და ეხმარებიან.

მასწავლებლები მოსწავლეების სისუსტეებს ძლიერ მხარეებად აქცევენ

მასწავლებლებმა აღსაზრდელების სისუსტეები კარგად იციან, ამიტომაც შეუძლიათ, რომ სიძლიერედ გარდაქმნან. ისინი მათ ამხნევებენ, უბიძგებენ, რომ შიშს თვალი გაუსწორონ, შეცდომებზე ისწავლონ და გამოასწორონ.

პედაგოგები საუკეთესო მეგზურები არიან

მასწავლებლები მოსწავლეებისთვის გზამკვლევი არიან. ისინი თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას აღსაზრდელებს მონდომებით უზიარებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება