სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში გადაიხდიან მასწავლებლები მგზავრობაში 1 ლარს? - მერიის პასუხი
15-11-2022
-
+


თბილისში მცხოვრები, საჯარო სკოლის პედაგოგები მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მათთვის მგზავრობის ღირებულება 20 თეთრია, ბილეთის აღებიდან საათ-ნახევრის განმავლობაში მასწავლებლებს უფასო მგზავრობა შეუძლიათ როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი და სამარშრუტო ტაქსით.

გახდება თუ არა მგზავრობა მასწავლებლებისთვის სრულიად უფასო? ამ კითხვით etaloni.ge-მ თბილისის მერიის ცხელ ხაზს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ცვლილება დაგეგმილი არაა. უფრო მეტიც, პედაგოგები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ, იმ შემთხვევაში კი, თუ თვეში 200 მგზავრობას გადააჭარბებენ, მათ სამგზავრო ბარათიდან სტანდარტული ღირებულება - 1 ლარი ჩამოეჭრებათ.

„მასწავლებლები ისედაც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით, სრულიად უფასო მგზავრობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. იმისთვის, რომ პედაგოგმა მგზავრობაში მხოლოდ 20 თეთრი დახარჯოს, მან ერთი თვის განმავლობაში 200 მგზავრობას არ უნდა გადააჭარბოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მგზავრობის სტანდარტული ტარიფით ისარგებლებს, მომდევნო თვიდან კი კვლავ ძალაში ექნება შეღავათიანი 200 მგზავრობის უფლება. ერთი თვის განმავლობაში მასწავლებლებს შეღავათით არაუმეტეს 200 მგზავრობის უფლება აქვთ“, - განაცხადეს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე.

შეღავათიანი მგზავრობის შესახებ დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება