სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტებმა სწავლის დასაფანინსებლად განაცხადი 6 დეკემბრამდე უნდა შეავსონ - ახალი პორტალი უკვე ამოქმედდა
10-11-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი შეიქმნა, რაც ახალგაზრდებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას მისცემს.

ახალ ელექტრონულ პორტალთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრის პირველ მოადგილე ლია გიგაურთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიპოვონ იმ სტუდენტებმა, რომლებიც წინა წლებში იყვნენ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები და 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წელსაც აგრძელებენ სწავლას.

სტუდენტები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს და 2022-2023 სასწავლო წელს პირველად ერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში, დაფინანსებას მოიპოვებენ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო სამი წელი ისწავლეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლებში ან შესაბამისი საფეხურის არ არსებობის გამო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებთან უახლოესი დასახლებების სკოლებში.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, პროგრამაში ჩართვის მიზნით, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე აქვთ ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge

ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე : https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება