სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდების ტესტები შეიცვალა - სიახლე 3 საგანს შეეხო 
08-11-2022
-
+


შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები პერიოდულად იცვლება. ამ სიახლეების მიზანია ტესტის უფრო მეტად დახვეწა. შარშან სიახლეები შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის ტესტების ფორმატს. წელს გთავაზობთ სიახლეებს  ისტორიის,  მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში. 
 
ისტორიის ტესტი 
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ:
 
  • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა;
  • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;
  • ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი;
  • ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი;
  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • შეფასების უნარი.
 
ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას. ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეეძლება უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები. 
ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით   უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. დავალება 6 ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60). საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ 2 საათი და 40 წუთი იქნება.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს. 
 
 
დავალების ნიმუში
 
1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო ომი მეფესა და პარლამენტს შორის. 
 
(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.
(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.
 
იხილეთ მოცემული დავალების ქვეკითხვებთან დაკავშირებული თანდართული დაზუსტება-განმარტებები:
1. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება მიზეზის ტიპი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე. 
2. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება რა ტიპის შედეგზეა საუბარი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
3. არგუმენტის დამოწმების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი  ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
4. არგუმენტის მოტანის გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი  ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
5. ანალოგიის დამადასტურებელი მსჯელობის/ფაქტების დასახელების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. 
 
 
მათემატიკის ტესტი
 
2023 წელს მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან. ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი,  კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება. ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).
ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. 
 
უცხოური ენების ტესტი
 
უცხოური ენის ტესტების ფორმატში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
 
  • ტესტში შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება - დიალოგის შევსება.  ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველს დავალებას - წერილს.  
  • ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. მოსმენის მეორე დავალების სავარაუდო პასუხების რაოდენობა გახდა 4.
  • გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით.  აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია.
  • წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.
 
ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.  აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობა  იქნება 2 საათი და 30 წუთი. 
 
უცხოური ენის ტესტის განახლებული ფორმატის, თემის შეფასების კრიტერიუმების  და ახალი დავალებების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია კრებულში. 

იხილეთ: უცხოური ენის მაქსიმალური ქულა 80-ის მაგივრად 70 იქნება - აბიტურიენტები „წერილს“ აღარ დაწერენ
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება