| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2030 დამტკიცდა, სადაც გაწერილია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხის, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ ბაკალავრიატის დონეზე გადამზადდებიან სკოლამდელი განათლების სპეციალისტები, ხოლო ბაღების პერსონალის პროფესიული განვითარება დაეფუძნება წინასწარ შემუშავებულ სქემას:
„მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები აღმზრდელ-პედაგოგების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით. აღნიშნული აგრეთვე მოიცავს შესრულებული სამუშაოს შეფასების, კარიერული განვითარების დაგეგმვისა და წახალისების სისტემების განვითარებას. აღმზრდელ-პედაგოგები ასევე ჩაერთვებიან საჭიროებებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში. ამავდროულად, ხელი შეეწყობა დაწესებულების დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ, იმოქმედონ, როგორც ინსტრუქციულმა ლიდერებმა.
დაიწყება ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მომზადება ბაკალავრიატის დონეზე. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა მოქმედი პერსონალის პროფესიული განვითარება, მათი ინდივიდუალური საჭიროებების თანახმად, დაეფუძნება პროფესიული განვითარების წინასწარ შემუშავებულ სქემას, რომელიც გაითვალისწინებს კომპეტენციებზე დაფუძნებული ანაზღაურების ზრდის სისტემას. კომპეტენციების შეფასება განხორციელდება რეგულარული მონიტორინგის საშუალებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა