სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ ბავშვს სიყვარულის ენაზე ესაუბრები, მისთვის ყველაფერი გასაგებია“-სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის პედაგოგი ლელა ხულელიძე
04-11-2022
-
+


„პედაგოგის პროფესია ჩემთვის ცხოვრების გამოცდაა“- ეს სიტყვები სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის ქართული ენის მასწავლებელს, ლელა ხულელიძეს ეკუთვნის. კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ლელა ხულელიძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „და ესეც გაივლის“ - (სოლომონ მეფის ბეჭედზე წარწერა).

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია ჩემთვის არის ცხოვრების გამოცდაა, რომელიც უნდა ჩავაბარო და შეფასება მივიღო მომავალი თაობებისაგან.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- სიყვარული. ბავშვს, როდესაც სიყვარულის ენაზე ესაუბრები, მისთვის ყველაფერი გასაგები ხდება.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- არასდროს შეხვიდე გაკვეთილზე ცუდ ხასიათზე, ეს ბავშვებზეც გადამდებია.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ბავშვის შეფასება. ჩვენ ვაფასებთ ხილულს, თუმცა უფრო მეტი მის მიღმაა და სწორედ ისაა მთავარი, ის არ უნდა შეგვეშალოს.

- მოტივაციას მაძლევს...

- ბავშვების სიყვარული და მეუფე იეგუდიელის თანადგომა და ნდობა. როცა გენდობიან, მაშინ ძალაც  გემატება.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ურთიერთგაგებაა. ერთსულოვნება მთავარი ღონეა საერთო წარმატების მისაღწევად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება