სიახლეები
სიახლეები

300-მდე ბავშვს სკოლა გაუყიდეს - „გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს, არც ერთი მასწავლებელი არ იყო საქმის კურსში, რომ სკოლას ლიკვიდაციას უპირებდნენ“
04-11-2022
-
+


„მოგესალმებით, ცოტა გრძელი პოსტი გამომივა მაგრამ გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ!

ჩემი შვილი სწავლობს წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში (დიღომში). გასული წლის ბოლოს (2022 წლის 15 აგვისტოს) სკოლა გაყიდეს დამფუძნებლებმა. 2022 წლის სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში მივედით და დავიწყეთ სწავლა ჩვეულ რეჟიმში. თუმცა, დადიოდა ხმები, რომ სკოლის ახალი დამფუძნებლები ფიქრობდნენ სკოლის დაკეტვას და საავადმყოფოდ გადაკეთებას. მიუხედავად ამისა, სკოლამ მიიღო ბავშვების ახალი ნაკადი - პირველი კლასი და გადასახადიც გააძვირა (8500 ლარი). ადმინისტრაციასთან არაერთხელ მივედით სკოლის სხვადასხვა კლასის მშობლები და ვიკითხეთ იკეტებოდა თუ არა ჩვენი სკოლა. ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფდა ამ ფაქტს და პირიქით გვაიმედებდა, რომ იგეგმებოდა გაფართოება და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

2022 წლის 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კლასის ჩატში დამრიგებელი გვწერს, რომ სასწრაფოდ, 13:00 საათზე, უნდა გამოვცხადდეთ სკოლაში, სკოლის ადმინისტრაციას სურს გასაუბრება მშობლებთან. დამრიგებლები, სკოლის სხვა პერსონალი და მასწავლებლები თავად შოკირებულნი იყვნენ ასეთი ფორსმაჟორით და არც შეკრების მიზეზები იცოდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე, სკოლის დამფუძნებლებთან ერთად, მოწვეული იყო მწვანე სკოლის დირექტორი ბაკურ სულაკაურიც. სკოლის დამფუძნებლებმა გამოგვიცხადეს, რომ სკოლა გაკოტრდა და იანვრიდან ჩვენი სკოლის ყველა კლასი გადადის მწვანე სკოლის ახალ ფილიალში - დიდ დიღომში. თუ არ გვსურს მწვანე სკოლაში გადასვლა, სადაც გვინდა იქ უნდა წავიყვანოთ ჩვენი შვილები. ყველამ კარგად იცით რა რთულია შუა სასწავლო წელს სკოლის ცვლილება! სკოლის დაკეტვის მიზეზად დაგვისახელეს სკოლის გაკოტრება, თუმცა მშობლებს არ წარმოგვიდგინეს არც გაკოტრების საქმე, არც აუდიტის დასკვნა. ჩვენი სკოლის ახალი დამფუძნებლები არიან თოდუას კლინიკის მფლობელები და სკოლა სწორედ ამ მიზნით შეიძინეს, რომ მომავალში გადააკეთონ საავადმყოფოდ.

ანუ, ფაქტობრივად იძულებულს გვხდიან, დავტოვოთ სკოლა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს გადავიდეთ მწვანე სკოლის დიდი დიღმის ფილიალში. გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს. ასევე, არც ერთი მასწავლებელი არ იყო საქმის კურსში, რომ სკოლას ლიკვიდაციას უპირებდნენ და ფაქტობრივად თოდუას კლინიკის მეპატრონეებმა არც პედაგოგებზე, არც ბავშვებზე და საერთოდ არავისზე არ იფიქრეს საკუთარი ბიზნესის გარდა!

აღნიშნულ შეხვედრაზე, კიდევ უფრო დამამცირებელი იყო აღშფოთებული მშობლების კითხვებზე, თოდუას კლინიკის წარმომადგენლების ირონიული ღიმილი. თურმე ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვიტეს დიდ დიღომში ჩვენი გადაყვანა და ჩვენზე იზრუნეს!

საოცარი ქაოსია სკოლაში, ყველა მშობელი ცდილობს მოძებნოს ალტერნატივა და დიღომში არსებული კერძო სკოლები ვერ აუდიან წმინდა ნიკოლოზის სკოლიდან მისული მშობლების ნაკადს.

ასე ვერაგულად, გაუფრთხილებლად, შუა წელში გვიკეტავენ სკოლას და არჩევანიც მინიმუმადე არის დასული. ყველა ნორმალური სკოლა დაკომპლექტებულია და ადგილები თითქმის არსად არ არის!

დაახლოებით 300 ბავშვი სწავლობს წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში. 300 ბავშვია დასტრესილი, ატირებული! ცოდვის ტრიალია სკოლაში. ყოველდღე ცრემლიანი მასწავლებლები, მშობლები და ბავშვები ხვდებიან ერთმანეთს და საგონებელში ვართ! რა ვუყოთ ჩვენს შვილებს.

მწვანე სკოლის დიდი დიღმის ფილიალი ჩვენი სკოლის უმეტესი ნაწილისთვის არის მიუღებელი. ამით არანაირად არ ვაკნინებთ მწვანე სკოლას, უბრალოდ ჩვენი არჩევანი იყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა და არა რომელიმე სხვა... დასკვნა თქვენთვის მომინდვია...“, - სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის მიერ გავრცელებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა; etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა ხდება რეალურად და რატომ აიძულებენ მოსწავლეებს იანვრიდან ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლდან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლას.

თავდაპირველად სკოლის საკონტაქტო ნომერზე დავრეკეთ, რომელიც გამორთული აღმოჩნდა, მოგვიანებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა ჯაშს დავუკავშირდით დეტალების დასაზუსტებლად, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი საქმის კურსში არ არის, თუ რა ხდება სკოლასთან დაკავშირებით და არც კი გასაუბრებია აქამდე დირექტორს, რომელიც მარიამ ვაშაკიძე გახლავთ და რომლის კოორდინატები, რატომღაც არავინ იცის, მათ შორის არც სკოლის სოცმედიის ყოფილმა თანამშრომელმა.

ერთი სიტყვით, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, კვლავ წმინდა ნიკოლოზის სკოლის საკონტაქტო ნომერს მივუბრუნდით, რომელიც ამასობაში არც ჩართულა, მშობლები კი კომენტარებში აღნიშნავდნენ, სკოლის დახურვის მიზეზი ისაა, ავტორიზაცია ვერ გაიარაო, თუმცა... როგორც ჩვენ გვითხრეს, სკოლას ავტორიზაცია გავლილი აქვს და დახურვის მიზეზი ეს ნამდვილად არ არის.

იმედია დეტალები უახლოეს მომავალში გაირკვევა, მანამდე კი ისაა ცნობილი, რომ შენობის საავადმყოფოდ გადაკეთებას აპირებენ.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება