TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ურჩ ბავშვებთან მეტი მუშაობაა საჭირო“ - დირექტორები მოსწავლეებთან მიდგომებზე საუბრობენ
04-11-2022
-
+


სასკოლო საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რადგან ერთმანეთისგან ყველა განსხვავდება. არსებობენ ურჩი ბავშვები, თუმცა, როგორია ასეთი ტიპის მოსწავლე, ეს ადამიანების აღქმაზეა დამოკიდებული.

etaloni.ge-მ საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა კითხვით და სთხოვა, საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ - როგორ მოსწავლეებს უწოდებენ ისინი - „ურჩს“ და როგორია მათი მიდგომა.

ლეილა თეთრუაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ურჩ ბავშვებთან ურთიერთობისას მეტი დაფიქრება და მშობლებთან კომუნიკაცია გვჭირდება. ასევე, ბავშვთან ერთი-ერთზე საუბარი, რათა მასთან კონტაქტში კარგად შევიდეთ, გავიცნოთ და გავიგოთ რა სჭირს ან რა აწუხებს. თუ, რაღაც ისეთია, რასაც მარტო ჩვენი ძალისხმევით შევძლებთ, მაშინ უკვე მშობლებს გავესაუბრებით, იქნება ოჯახური პრობლემები აქვს ისეთი, რომელსაც ბავშვი ხმამაღლა ვერ აღიარებს. ჩვენი სკოლა დიდი კონტიგენტით არ არის გამორჩეული, შესაბამისად შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ურჩი ბავშვი არ გვყოლია. რა თქმა უნდა სიცელქე არის და ბავშვი ცელქიც უნდა იყოს, მაგრამ პრობლემური ბავშვები არ გვყოლია. ვფიქრობ, ურჩ ბავშვებთან მეტი მუშაობა და ძალისხმევაა საჭირო. ყველანაირად უნდა შევძლოთ, რომ მოსწავლესთან კონტაქტი დავამყაროთ და ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთ. შეიძლება შემოსაბრუნებლად სულ მცირე ბიძგი სჭირდება.

მელორ ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ურჩ ბავშვთან ურთიერთობისას ვფიქრობ, ლმობიერება და დემოკრატიული მიდგომებია საჭირო. უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის მდგომარეობა. შეიძლება მას რაღაც ისეთი პრობლემა აქვს, რის გამოც ურჩობს. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი მშობლის, მასწავლებლისა და ბავშვის ურთიერთობით შეიძლება დაიძლიოს. ჩემთვის ურჩი ბავშვის სახეა ისეთი მოსწავლე, რომელიც არ ამზადებს გაკვეთილს, არ აქვს მოსწავლის შესაფერისი ყოფა-ქცევა და სხვა ბავშვებს ჩაგრავს.

თამარი ფარასტაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი:

სიტყვა - „ურჩი“ არარელევანტურად მიმაჩნია, რადგან ამ სახელის დარქმევით ერთგვარად ბავშვის უფლება შეიძლება შეილახოს. ბავშვებთან ურთიერთობა კი ვფიქრობ, მეგობრული დამოკიდებულებით შეიძლება მოგვარდეს. რაიმე სირთულე შეიძლება მშობლებთან კომუნიკაციით, ბავშვებთან ურთიერთობით მოგვარდეს. პრობლემა მშობელთან და მოსწავლესთან ერთად უნდა გავაანალიზოთ და დავადგინოთ მიზეზი, თუ რა იწვევს მის ქცევას. ყველაფერი მიზეზშედეგობრივ კავშირზეა და ვფიქრობ, მიზეზებისა და შედეგების გაანალიზებით უკვე შესაძლებელია გადაჭრის გზები ვნახოთ. მშობელთან ერთად აქტიურად უნდა ვიყოთ კომუნიკაციაში ჩართულები და პირველ რიგში, მოზარდის ინტერესები დავიცვათ, ისე რომ მისი ღირსება არ შევლახოთ.

კონსტანტინე ხორგუანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად ჩემთვის, ურჩი ბავშვი არ არსებობს, არსებობს მიდგომის ხერხი, რითიც შეიძლება მოსწავლესთან არსებული რაიმე სირთულე დავძლიოთ. ვფიქრობ, ნებისმიერ ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, გამოვიკვლიოთ, რის გამო იქცევა ასე. მიზეზების დადგენის შემდეგ კი შესაძლებელი ხდება პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა. 

ცირა შუბითიძე-მჭედლიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველეს ყოვლისა ვთვლი, რომ ურჩი ბავშვი არ არსებობს, უბრალოდ არსებობს გარკვეული სირთულეები და მათი მოგვარებაა საჭირო, რათა პრობლემებში არ გადაიზარდოს. როდესაც ბავშვთან რაიმე სირთულე იქმნება ვრთავ მშობელს, მასწავლებელს და ერთობლივი საუბრებით და ძალისხმევით ვცდილობთ მოგვარებას. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე მქონდა შემთხვევა, როდესაც კამერებით დავაფიქსირე, რომ ერთ-ერთი მოსწავლე გაკვეთილს არ ესწრებოდა, მივედი მასთან და საუბრით, შევიყვანე გაკვეთილზე. საუბრით მიხვდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა.  ბავშვთან კონტაქტია აუცილებელი, იქნება რაიმე პრობლემა აქვს, რომელიც უნდა გავიგოთ. ასევე, გარკვეულწილად პრობლემებია დაწყებით კლასებში, პატარები ხშირად ასევ თქვათ დაგვიანებას იმიზეზებენ, დაგვეძინაო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება