TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაციას მაძლევს უნარი, რომ ვისწავლო და ვასწავლო სხვებს“- დავით პირტახია, ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგი
03-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? და რას ნიშნავს მისთვის ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი, საქმისმწარმოებელი - დავით პირტახია გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „ათასად კაცი დაფასდა,
 ათიათასად ზრდილობა.
 თუ კაცი თვითონ არ არის,
 რას არგებს გვარიშვილობა.“

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც ნაყოფს დასაწყისიდან იღებს და პიროვნებას დააყენებს მთელი ცხოვრება სწორ და მართებულ გზაზე ქვეყნის სასიკეთოდ.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

ა. ინფორმაციის ნათლად და შინაარსობრივად გამოხატვის უნარი, როგორიცაა ინფორმირება ინსტრუქტირება, მოტივირება და დარწმუნება;

ბ. თავდაჯერებულობის უნარი კი ღიაობა და კეთილგანწყობაა;

გ. ემპატიის (სხვისი თვალით დანახვა) უნარი გულისხმობს თვით რეფლექსიას  და ურთიერთობის მონიტორინგს;

დ. აღიარების უნარების არის თანასწორობის, პასუხისმგებლობის, ტოლერანტობის, ორიენტაცია პრობლემებზე და არა კომუნიკაციაში ჩართულ სუბიექტებზე. 

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- როცა პირველად შევაბიჯე ფეხი სკოლაში, არც კი მიფიქრია, რომ გავხდებოდი მასწავლებელი, ჩემი მიზანი იყო ეკონომიკური სფერო. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ვარ მასწავლებელი და პირველი რჩევა კოლეგებიდან იყო, რომ გიყვარდეს ბავშვები და პატივს სცემდე მათ. დანარჩენი კი გზადაგზა გიჩვენებს თუ რა მოგეთხოვებაო.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია

- იყო კარგი მასწავლებელი, ვინაიდან არ დაილევა ისეთი მასწავლებლები, რომლებიც საუკეთესოები არიან პროფესიული თვალსაზრისით. ამისათვის უნდა ეცნობოდე ყოველდღიურ სიახლეებს და იყო თანამედროვე მოსწავლეების თვალშიც.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩემი უნარი, რომ ვისწავლო და ვასწავლო სხვებს.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- არის კეთილგანწყობილი გარემო, გყავს  „კრიტიკული მეგობარი“, რომელიც გირჩევს უკეთეს გამოსავალს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ეხება საგაკვეთილო თუ ადმინისტრაციულ გარემოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება