TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კმაყოფილი ვარ, როდესაც ბავშვების ღიმილიან სახეებს ვხედავ“- ნინო ბერიანიძე, ტალავერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი
03-11-2022
-
+


„ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, რომ რეალური წარმატებები მათ მიერ განცდილი პროგრესია და არა მიღებული 10 ქულა...“ - გვეუბნება არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი ნინო ბერიანიძე, რომლისთვისაც მასწავლებლობა მუდმივ სიახლეებს, პასუხისმგებლობას და შრომას ნიშნავს.

რა აძლევს მოტივაციას. კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ნინო ბერიანიძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „არაუშავს თუ შეცდომები გაქვს, აქ იმისთვის ვართ, რომ ვისწავლოთ“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- სიმართლე გითხრათ ძალიან არ მიყვარს სიტყვა - „პედაგოგი“. სწავლების ტრადიციულ მოდელთანაა ჩემთვის ასოცირებული და ამიტომ. მასწავლებელს ვამჯობინებ. მასწავლებლის პროფესია ნიშნავს: სიახლეებს, მუდმივ გამოწვევებს, დიდ პასუხისმგებლობას, ბევრ შრომას და სიხალისეს.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის ...

- სწავლებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და ძალიან, ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება. თუ მოსწავლეს და მასწავლებელს ერთმანეთის არ ესმით, საგანზე ლაპარაკი ზედმეტია.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ეს ასე პირდაპირ რჩევა არ ყოფილა. მაშინ სკოლაში არც ვმუშაობდი. ის ადამიანი მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობდა და ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც მონაწილე მასწავლებლები თავიანთი მოსწავლეების მაღალი ნიშნებით იწონებდნენ თავს თქვა - „არ მაინტერესებს, რომ თქვენი  მოსწავლის მიერ მსოფლიოს გეოპოლიტიკაზე დაწერილმა ესემ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ გასულ კვირას ჩემმა მოსწავლემ მთლიანი წინადადება თქვა დამოუკიდებლად“. 10 წელზე მეტია გასული და სულ მახსოვს. ჩემს მოსწავლეებსაც ამას ვასწავლი, რომ რეალური წარმატებები მათ მიერ განცდილი პროგრესია და არა მიღებული 10 ქულა.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- როდესაც ხედავ ნიჭიერ ადამიანს, რომელსაც არ აქვს საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება.

- მოტივაციას მაძლევს...

- როდესაც ცდილობენ, როდესაც საგანი აინტერესებთ, როდესაც მიხვედრილობის ნაპერწკლები უჩნდებათ თვალებში, როდესაც შეკითხვები აქვთ, როდესაც ჩემი მოსწავლების/მსმენელების წარმატებას ვხედავ, როდესაც მხედავენ.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც ...

- ბავშვების ღიმილიან სახეებს ვხედავ.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება