TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელმა მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნით, არამედ პიროვნული უნარ-თვისებებითაც უნდა მოხიბლოს“- ეკატერინე ენდელაძე, თბილისის N142 სკოლის დირექტორი
03-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს მისთვის ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე გვპასუხობს.
 
- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „ადამიანი იწყება ღირსებიდან“ - ეს ბატონ მერაბ მამარდაშვილის ცნობილი ციტატაა, რომელსაც მთელი არსით ვიზიარებ....

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. მასწავლებლობა ბუნებრივად ასოცირდება გონიერებასთან, ინტელექტთან, თავისუფალ აზროვნებასთან, სწორ გადაწყვეტილებებთან. მასწავლებელმა მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნით, არამედ პიროვნული უნარ-თვისებებითაც უნდა მოხიბლოს. ხშირად სწორედ მასწავლებლის ადამიანურობა, მისი სწორი ღირებულებები იზიდავს მოსწავლეებს, აყვარებს რთულ საგანს.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი მასწავლებლის პროფესიული მოვალეობაა, რადგან ის აჩვენებს ინტერესს არა მარტო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული მეთოდების მიმართ, ასევე ცხადყოფს მოსწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებასა და მშობლებთან თანამშრომლობითი მუშაობის სურვილს.

მშობლებთან ურთიერთგაგების მისაღწევად, ასევე პერსპექტიული ურთიერთობების დასამყარებლად, რომელიც ორიენტირებულია განათლებისა და აღზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების ერთობლივ გადაწყვეტაზე, მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს ოჯახთან ეფექტური კომუნიკაციის წესებითა და კონტაქტის დამყარების გზებით. 

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- სასკოლო გარემოში ურთიერთთანამშრომლობითი მიდგომების გაუმჯობესება ხელს უწყობს ინდივიდუალიზებული სწავლებისთვის პედაგოგთა დახელოვნებასა და პროფესიონალიზებას. 
კოლეგის რჩევა? - თქვენ იმდენსავე სიყვარულს დაიმსახურებთ, რამდენსაც გასცემთ...

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- სიღრმისეული რეფორმების მიუხედავად, კვლავ რჩება ბევრი გამოწვევა განათლების და გადამზადების სერვისების ხარისხთან და თანასწორ ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. ასევე, გამოწვევებს შორის არის განათლების კავშირი შრომის ბაზართან, მეცნიერებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა.

- მოტივაციას მაძლევს...

- სკოლა საუკეთესო ადგილია პროფესიული განვითარებისთვის, ეს ფრაზა თავად ამბობს სათქმელს. მასწავლებლობა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, ინტერესები და იდეები. მოტივაციას მაძლევს ჩვენი სკოლის პედაგოგიური გუნდი კომპეტენტური მასწავლებლებით,  რომლებიც იყენებენ ყოველ შესაძლებლობას, წაახალისონ სწავლა და  ასევე  დროს უთმობენ  თავიანთი  პროფესიული განვითარების უზრუნველყოფას.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- პოზიტიური ატმოსფეროა, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული მეგობრული და სასიამოვნო თანამშრომლობითი ურთიერთობები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება