TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N152 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე კილაბერიამ მოსწავლეები საერთაშორისო პროექტებში ჩართო
02-11-2022
-
+


თბილისის N152 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ახორციელებენ, რითაც მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ. 
 
ბიოლოგიის პედაგოგი ეკატერინე კილაბერია, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში, eTwinning-ის პლატფორმაზე ორ საერთაშორისო პროექტში ჩაერთო. მათში მე-8ბ კლასში და მე-11ა კლასის მოსწავლეები მონაწილებდნენ. 

2022 წლის 21 იანვარს მე-82 კლასის მოსწავლეები - კესო ბაბლიშვილი, საბა ჯინჭარაძე, თამარ დუმბაძე, ანასტასია ზურაბიშვილი eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში - ,,Love Letters 2/სიყვარულის წერილები 2", მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში,
პროექტში მონაწილეობდა 53 მასწავლებელი და 222 მოსწავლე 15 სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტის მიზანი წმინდა ვალენტინობის დღის შემოქმედებითად აღნიშვნა იყო.

სამუშაო პროცესი Zoom, WhatsApp ,eTwinning პლატფორმებზე მიმდინარეობდა. დიდი მოწონება დაიმსახურა ZOOM პლატფორმაზე დაგეგმილმა საინფორმაციო შეხვედრამ, სადაც მოსწავლეები გაეცნენ თანატოლ ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს, პროექტში მონაწილე ქვეყნების ტრადიციებს, საყვარელ რომანტიკოს პოეტებს, თარგმნეს ინგლისურად საყვარელი ლექსები, ჩაწერეს ვიდეოები, თავიანთი ცოდნა გაუზიარეს უცხოელ თანატოლებს.

„ამ პროექტში მონაწილეობა დიდი გამოცდილება იყო როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. შევიძინეთ ახალი ცოდნა, მეგობრები, შევქმენით წერილები, სასაჩუქრე სასიყვარულო ყუთები, ბარათები, სურათები, ფოტოები, ილუსტრაციები, გავაუმჯობესეთ კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის ცოდნის დონე, გამოვაქვეყნეთ პროექტის ყველა მასალა და პროდუქტი Twinspace-ზე და პროექტის შეჯამების ვიდეო გავავრცელეთ facebook-ზე. პროექტი წარდგენილი იყო ეროვნულ და ევროპული ხარისხის ნიშანზე და 2022 წლის სექტემბერში მივიღეთ ეროვნული ხარისხის ჯილდო“,- წერს ბიოლოგიის პედაგოგი ეკატერინე კილაბერია.

მეორე საერთაშორისო პროექტი, რომელშიც პედაგოგი ეკატერინე კილაბერია მონაწილეობდა, 2022 წლის მარტიდან დაიწყო. პროექტის სახელწოდებაა - ,,Our happy future/ ჩვენი ბედნიერი მომავალი“, რომლის ავტორია იყო დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ირმა ღანიაშვილი.

პროექტში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 42 მასწავლებელი და 290 მოსწავლე. პროექტის მიზანი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო გამოსვლა, ციფრული უნარები); გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გააზრება; პატივი სცეს ადამიანის ღირსებასა და ადამიანის უფლებებს; დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება; სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა.

„მასში მე-11ა კლსის მოსწავლეები: მ.ბარბაქაძე, ა.მელუა, ნ.ჩაჩანიძე, ს.ლოცულაშილი ჩავრთე. პროექტმა დაგვაახლოვა, გაგვაერთიანა როგორც პედაგოგები, ასევე ბავშვებიც. ერთობლივად ვგეგმავდით და ვავსებდით რესურსებს, ვისახავდით სამომავლო გეგმებსა და შეხვედრებს. ბავშვებმა შეასრულეს უამრავი აქტივობა: შექმნეს ავატარები, ლოგოები, ბედნიერების ღრუბელი, პაზლებით ააწყვეს პროექტის ლოგო, პრეზენტაციები, ნახატები, დარგეს მცენარეები, მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის კვირეულში, აქტიურად იყვნენ ჩართული ინდივიდუალობის თემაში, ისწავლეს web 2 ინსტრუმენტებთნ მუშაობა. დიდი მოწონება დაიმსახურა ZOOM პლატფორმაზე დაგეგმილმა საინფორმაციო, შეხვედრამ , სადაც მოსწავლეები გაეცნენ მათ თანატოლ ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს. შეიქმნა ელექტრონული წიგნი, სადაც ყველა მონაწილის ნაშრომია მოთავსებული“,- წერს პედაგოგი.

ეკატერინე კილაბერია პროექტის ავტორს მადლობას უხდის და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.

„მადლობას ვუხდი პროექტის ავტორს - ქალბატონ ირმა ღანიაშვილს, რადგან ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვქმნიდით და ვსწავლობდით ციფრული რესურსების შექმნას, ვესწრებოდით შეხვედრებს. მოსწავლეები ეცნობოდნენ პრეზენტაციებს მედიაწიგნიერებასთან, მომავლის პროფესიებთან, ინდივიდუალობასთან, დედამიწის დღესთან, ციფრულ უსაფრთხოებასთან, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. ისწავლეს პერსონალური მონაცემების დაცვა. ყველა აქტივობა იყო ახალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო. პროექტი წარდგენილი იყო ეროვნულ და ევროპულ  ხარისხის ნიშანზე და სექტემბერში მივიღეთ ეროვნული ხარისხის ნიშანი“,- აღნიშნავს მასწავლებელი ეკატერინე კილაბერია. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო

ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება