TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას საინტერესო პროექტი მიეძღვნა
02-11-2022
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მე-7კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნონა კობრავას ხელმძღვანელობით 10 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი პროექტი განხორციელდა.

პროექტის სახელწოდება - „რა არის სასაცილო ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში - რა აცინებთ ადამიანებს; პირადი წერილების ელემენტები; როგორ გამოვხატოთ საკუთარი ემოციები წერილის მეშვეობით“ გახლდათ.

პროექტში მთელი კლასი ერთსულოვნად მონაწილეობდა. 

ბავშვებმა შეისწავლეს პირადი წერილის ძირითადი ელემენტები,გაიგეს პარონიმების მნიშვნელობა, კერძოდ ვინ არის ადრესანტი და ვინ ადრესატი; წაიკითხეს გამოჩენილი ადამიანების მიერ თავიანთი ახლობლების მიმართ დაწერილი სხვადასხვა ტიპის წერილები. მათ შორის, დიდი ენათმეცნიერის არლონდ ჩიქობავას წერილი მიწერილი თავისი მეგობრის ოთხი წლის ვაჟისადმი, რომელშიც მეცნიერი მას თანატოლივით ესაუბრება და ულოცავს დაბადების დღეს; წაიკითხეს კონსტანტინე გამსახურდიას წერილი შვილისადმი, დიდი მწერალი სიყვარულით მოძღვრავს შვილს და მოუწოდებს იცხოვროს ისე, რომ ქვეყანას გამოადგეს, გარდა ამისა წაიკითხეს დიდი კომიკოსის ჩარლი ჩაპლინის წერილი მიწერილი თავისი ქალიშვილის მიმართ, მოსწავლეებმა იმსჯელეს ამ მეტად ემოციურ და დიდაქტიკური ტონით დაწერილ წერილებზე. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, წარმოადგინეს ინსცენირება რომანიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ნაწყვეტი წერილი. ბავშვებმა თავიანთი მსახიობური უნარები აჩვენეს, მხატვრულად წაიკითხეს დუმბაძის ლექსები და საინტერესო მოგონებები. ღონისძიების დასრულების შემდეგ მოილოცეს უდაბნოს მამათა და ერკეთის დედათა მონასტრები. 

პროექტის ფინალური აკორდი მეტად საინტერესო გამოვიდა, მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები სხვადასხვაგვარად გამოხატეს, შექმნეს პოსტერები, დაწერეს ესეები და ჩანახატები. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება