TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზიანი გულის მწერალი“- სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
02-11-2022
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე ხშირად მუშაობენ.

ამჯერად, მეექვსეკლასელებმა სასწავლო - შემოქმედებით პროექტზე - „მზიანი გულის მწერალი“ ერთი თვის მანძილზე იმუშავეს. მათთვის ეს ძალზედ სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა პროექტში ჩართვა.

პროექტი, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ნიკურაძე ხელმძღვანელობდა, ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობას ითვალისწინებდა.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წაიკითხეს, გაიხსენეს მწერლის რჩეული რომანები და მოთხრობები.

„ჩემი საყვარელი გმირები“ - ამ სათაურით პრეზენტაციაც შეძლეს. ფილმებიც ნახეს, ფილმებით მიღებული შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს ერთმანეთს, ნახატებითაც გააცოცხლეს მწერლის უკვდავი პერსონაჟები. საინტერესო აღმოჩნდა მათი თვალით დანახული დიდი მწერლის სამყარო.

კლასი სამ ჯგუფად დაიყო და ლიტერატურული გაზეთებიც შექმნეს. პროექტის კულმინაცია იყო ექსკურსია გურიაში, მწერლის სახლ-მუზეუმში. მწერლის ეზოში გამართულ ლიტერატურულ კომპოზიციაზე სიყვარულით წარმოაჩინეს მწერლის საინტერესო ბიოგრაფია, მისი ლექსები, ამონარიდები სხვადასხვა ნაწარმოებიდან, როლურად „გააცოცხლეს“: ოლღა, ბებია, ილიკო, ილარიონი, ზურიკელა, ხატია, სოსოია.. პროექტი, რომელიც თითქმის ერთი თვე გაგრძელდა, ინტეგრირებული იყო სხვადასხვა საგანთან: ლიტერატურა ხელოვნება და გეოგრაფია“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება