TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მხიარული ციფრები და სახალისო მათემატიკა - ტანძიის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საგაკვეთილო ზეიმი გრძელდება
01-11-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

პირველი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგი საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. ამჯერად, პატარებმა ციფრების სამყაროში იმოგზაურეს. ისინი გაკვეთილის მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილმა მოსწავლეების მოტოვაცია კიდევ უფრო გაზარდა და გაახალისა. 

„პირველკლასელთა საგაკვეთილო ზეიმი გრძელდება... მთელი წელი ასე იქნება, მთელი 12 წელიც....
დოდო მასწავლებელი, მხიარული ციფრები და სახალისო მათემატიკა. 1-იანის გარეშე ვერაფერს დავთვლით, ჯერ ერთია, კიდევ ერთს თუ დავამატებთ, მივიღებთ ორს და ა.შ.
ციფრების და რიცხვების გარეშე „ფონს ვერ გავალთ“, წესრიგს ვერ დავამყარებთ, დროს ვერ ვმართავთ.
პირველკლასელებმა წერეს, იკითხეს, ხატეს, ითვალეს და მოძრავ აქტივობებზეც გადავიდნენ. აბა, რა არის საკლასო ოთახში ერთი? ორი? ხელი რამდენი გვაქვს, თავი,ფეხი... ? აბა, ორ-ორად ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს... განვთითოვდეთ...
ერთ რიგად მოვეწყოთ, შემდეგ ორ რიგად.... ვინ გვყავს კლასში ერთი? - დოდო მასწავლებელი, ძალიან რომ გვიყვარს
და თითოეული მოსწავლეც ერთია და განუმეორებელი.
ასე მხიარულად უნდა იმოგზაურონ ციფრების სამყაროში, ასეთი დაუსრულებელი ზეიმი უნდა მოუწყოს დოდო მასწავლებელმა.
კიდევ ერთი სახალისო ფაქტი:
დოდო მასწავლებელს პირველ კლასში ერთდროულად სამი ცაცია  ჰყავს, სამი ერთად
კიდევ გყავთ სადმე ერთდროულად სამი ცაცია? გვეეჭვება, გყავდეთ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება