სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მამხუტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ჭკვიანი სკოლის“ მოდელი შექმნეს
01-11-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო პროექტი ჩატარდა ან მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ბავშვები საინტერესო პროდუქტებს ქმნიან.

მათ შორის, საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კლუბი - „ჩხირკედელა“ აქტიურად ფუნქციონირებს, რომელიც არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის დამხმარე მასწავლებლებთან ერთად ხორციელდება.

მამხუტის საჯარო სკოლაში კლუბ „ჩხირკედელას“ დამხმარე მასწავლებელი მოვლუდ მეხრაბოვი ხელმძღვანელობს. პროექტის მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

სკოლის მოსწავლეებმა - ფატმა გაჯიევამ და ფარიდა ჟვანიამ „ჭკვიანი სკოლის“ მოდელი შექმნეს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების ცენტრში გამართულ „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროექტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2019 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში შექმნილია სამოდელო კლუბი „ჩხირკედელა“, რომლის მიზანია სკოლის ბაზაზე არაფორმალური განათლების საკლუბო ფორმის გაძლიერება და მისი საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირება. ასევე, მასწავლებელთა პროფესიონალიზმის გაზრდა STEM მიდგომებში და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება