სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი - „ბიბლიოფილები“ ჩამოყალიბდა
01-11-2022
-
+


მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში წიგნებისა და კითხვის მოყვარული უამრავი მოსწავლე სწავლობს.

სწორედ ასეთი მოსწავლეებისთვის, სკოლაში მკითხველთა კლუბი - „ბიბლიოფილები“ ჩამოყალიბდა.

მკითხველთა კლუბის მიზნები კი გახლავთ:​

  1. წიგნიერების განვითარება-პოპულარიზაცია;
  2. კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება;
  3. კულტურათა დიალოგის წარმართვა;
  4. მოსწავლეთა აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბება;
  5. ზეპირმეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციის უნარის განვითარება;
  6. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება;
  7. ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება.
„თუ ვამბობთ, რომ თავგადასავლების მოყვარული ვართ, არ ვტყუით. ალბათ, წარმოიდგენთ, როგორ დავდივართ კარვით და ისეთი დიდი ზურგჩანთით, მთვარესაც რომ დაიტევს.

სინამდვილეში, იმისთვის, რომ თავგადასავლები გიყვარდეს არაა საჭირო ან ექსტროვერტი იყო, ან ცხოვრებაზე ხელაღებული მოგზაური. ჩვენ ბევრად უფრო ნაკლები გვჭირდება თავგადასავლებისთვის. ასიოდე შთამაგონებელი გვერდი, სიძველისგან გაყვითლებული ფურცლები, მელანმილეული კალამი და ორიოდე თავისუფალი, ჯადოსნურად ვარსკვლავური საათი. 

სწორედ ასე ხდება ჩვენთან. შეუდარებელი გრძნობაა, ვარდისფერკედლებიან, მზის სხივებით აკიაფებულ ოთახში იჯდე და ხვდებოდე, რომ სრულებით მარტივად შეგიძლია მყუდრო, კომფორტული სავარძლიდან გადაინაცვლო სამყაროს ცენტრში და გაიგო ისეთი შესანიშნავი გრძნობების შესახებ, როგორიცაა სიმამაცე და მეგობრობა.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა წყალტუბოს მამუკა სამაკშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი „ბიბლიოფილები". კლუბის იდეა საკმაოდ მარტივია: მკითხველთა ჯგუფი თანხმდება კონკრეტული წიგნის წაკითხვის შესახებ, შემდეგ კი დათქმულ დროს ხდება შეკრება, წაკითხულის გაანალიზება და მიმდინარეობს აზრების, იდეათა ცვლის პროცესი, რაც ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ, თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესია.

კლუბის წესდება:

1. მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი „ბიბლიოფილები“ არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციის მქონე მოსწავლეთა გაერთიანება;

2. კლუბი მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით;

3. კლუბი შეიქმნა სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექცია და სამეურვეო საბჭო, საქართველოს განათლების სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი და აერთიანებს მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს.

კლუბის სტრუქტურა:

კლუბი შედგება არაუმეტეს ოცი მოსწავლისგან.

კლუბს ჰყავს ლიდერი მოსწავლე - მარიამ ბუკია. ის პასუხისმგებელია კლუბის მიერ გამართული ღონისძიებების მომზადებასა და ეფექტურობაზე.

კოორდინატორი პედაგოგი - დარეჯან იობიძე. პედაგოგი კოორდინაციას უწევს კლუბს საქმიანობას, ერთვება მუშაობის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სხვადასხვა ეტაპზე.

კლუბში მოსწავლეთა გაწევრიანება მოხდა შესაბამისი განცხადების ფორმის შევსებით. კლუბში ჩართული მოსწავლეები გავეცანით კლუბის წესდებას, სამოქმედო გეგმას და შევთანხმდით ჩართულობასთან, შეხვედრის სიხშირესთან დაკავშირებით.

სულ რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს ამ ყოველივეს სისრულეში მოყვანა და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კლუბის ისტორია დაიწყო გადამდები ენთუზიაზმით აღსავსე შეხვედრებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება