სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მერის სტუმრობა სკოლაში ყველას უხარია, ვიცით, ახალ კეთილ სიახლეს გვეტყვის, გაგვახარებს“- წყალტუბოს N4 სკოლის პედკოლექტივის მადლობა გენადი ბალანჩივაძეს
01-11-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს უმასპინძლეს. 

ის სოციალურად დაუცველ ოჯახს, სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, საკუთარი დანაზოგიდან დაეხმარება. 

სკოლის პედკოლექტივი მერს მადლობას უხდის და იხსენებენ იმ საკითხებსაც, რომელთა მოგვარებაშიც გენადი ბალანჩივაძე დაეხამრათ. 

„სიტყვა საქმიანი! -
სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ბ.ნი გენადი ბალანჩივაძის საქმიანი ურთიერთობები ჩვენს სკოლასთან.
მერის სტუმრობა უკვე ჩვენს სკოლაში ყველას უხარია. ვიცით, ახალ კეთილ სიახლეს გვეტყვის და გაგვახარებს. ახლაც ასე იყო, მოვიდა რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად საკუთარი დანაზოგიდან დაეხმაროს. მოიკითხა თბილად ჩვენი ნიკა, მოეფერა და თანადგომა აღუთქვა.
გვახსოვს, როდესაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე აირჩიეს, პირველივე დღეს მაგიდაზე ჩვენი წერილი დახვდა, გათბობის პრობლემების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლო იყო, სასწრაფოდ გამოძებნა თანხები და ახალი გენერატორი დაუმონტაჟა სკოლას. მისი სიტყვებიც  გვახსოვს, ბავშვებს ცივათ, სასწრაფოდ აღადგინეთ გათბობის სისტემაო. პირველივე დღიდან გვაგრძნობინებს, რომ  მასწავლებლების განწყობა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, სწორედ მისი ინიციატივით შევისწავლეთ მასწავლებელთა მოთხოვნები კლასგარეშე ლიტერატურაზე და საკუთარი სახსრებით შეუძინა სკოლას ათეულობით ილუსტრირებული ლიტარატურა.
ყოველდღიურად ინტერესდებოდა სკოლის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებით და მუდმივად გვეხმარებოდა, დაგეგმილი აქვს სკოლის სარდაფის რეაბილიტაცია, სადაც წვიმის დროს წყალი შემოდის, სკოლის ეზოს კეთილმოწყობაში დახმარება და მრავალი სხვ.
არ  უყვარს წინასწარ დაპირებები, რეალური და საქმიანია მისი ყოველი სიტყვა და ქმედება.
წინ უამრავი სიახლე და საინტერესო განსახორციელებელი საქმეები გველოდება.
გვჯერა, ერთად ყველა სიძნელეებს დავძლევთ“,- ვკითხულობთ სკოლის პედკოლექტივის მიერ გავრცელებულ მადლობის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება