სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში პრაქტიკული სავარჯიშოების კრებულები გაიგზავნა - მუშაობს 121 კონსულტანტ-მასწავლებელი, 90 დამხმარე და 40 ორენოვანი მასწავლებელი
31-10-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების ცენტრში, “არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის" პროგრამის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის მიღწევები შეაჯამა.

„არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის" პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენის გაძლიერების ხელშეწყობა და სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ორიენტირებულია სამიზნე სკოლებში სახელმწიფო ენის ფლობის დონის გაუმჯობესებაზე და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი დასაქმებულნი არიან პროგრამის კონსულტანტი და დამხმარე მასწავლებლები. 152 საჯარო სკოლაში საერთო ჯამში მუშაობს 121 კონსულტანტი მასწავლებელი, 90 დამხმარე და 40 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი.

„არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში ასევე მომზადდა და გამოიცა პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის, რომელიც დაიგზავნა სკოლებში, როგორც დამხმარე რესურსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ იმ სკოლების მოსწავლეების ნამუშევრებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში არსებულ საკლუბო-საწრეო აქტივობებში არიან ჩართულნი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება