TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მართლწერის კონკურსი გაიმართა
01-11-2022
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ინგლისური ენის უფროსმა მასწავლებლებმა - ლიზი ბაზუაშვილმა და ხათუნა დოლიძემ მე-5 კლასის მოსწავლეებს სიახლე შესთავაზეს და სხვა ქვეყნებში წარმატებით აპრობირებულ კონკურსში ჩართეს.
 
Spelling bee -  ამერიკული პროექტია, რომლის საშუალებით მოსწავლეები ერთმანეთს მართლწერაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი ის არის, თუ  რამდენად სწორად დამარცვლავენ მოსწავლეები სიტყვას, რომელიც იწერება სხვანაირად და გამოვთქვამთ სხვანაირად. 

მასწავლებლებმა პირველ ეტაპზე შიდაკონკურსი კონკრეტულ ოთხ კლასში ჩაატარეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
მეორე ეტაპზე კლასის გამარჯვებულები ერთმანეთს შეეჭიდნენ. მოსწავლეები კონკურსის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულები არიან:

  • ნიკოლოზ ბარამიძე - (მე-51 კლასი, დამირგებელი - მედეა იაგანაშვილი);
  • მე-2 ადგილი - სანდრო ბლუიშვილი (მე-53 კლასი, დამირგებელი - ეკა ზაზაშვილი);
  • მე-3 ადგილი  - მარიამ დავითაია (მე-52 კლასი, დამირგებელი - ხათუნა დოლიძე).
გარდა ამისა, მე-54 კლასს აქტიურობისთვის სკოლის სიგელი გადაეცა, კლასის დამირგებელი ფატი ჩიტიანია. 
 
სკოლა გამარჯვებას ულოცავს მოსწავლეებს და ამაყობს ახალგაზრდა, პროფესიონალი მასწავლებლებითა და მოტივირებული აღსაზრდელებით.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება