სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N62 სკოლის მოსწავლე ელა გორგოძემ საგანმანათლებლო პროექტში გაიმარჯვა და ტაო-კლარჯეთში იმოგზაურა
01-11-2022
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის, ელენე შაბურიშვილის ინიციატივით, პროექტში - „ახალგაზრდა ნიჭიერთა და პატრიოტთა თაობა 2022“, აქტიურად მონაწილეობდნენ. 

ისინი „დავითიანნის“ პროექტში 2021-22 სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერთნენ. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სრულად გაიარეს რელიგიების ისტორია, როგორც ქრისტიანული, ასევე მსოფლიო რელიგიები, პროტო-რელიგიები, შეისწავლეს მათი არსი. ამავდროულად, ისინი ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა აქტივობებში, უწევდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. 

მოსწავლეებს უტარდებოდათ ინდივიდუალური ტესტირებები და პრეზენტაციები, რის შედეგადაც ისინი სამჯერ გახდნენ ფინალისტები. ფინალი სამების  საკათედრო ტაძრის, ახალგაზრდულ ცენტრში იმართებოდა. 

მეორე სასწავლო სემესტრის ბოლოს, „დავითიანნის“ დასკვნით ფინალზე, სადაც მთავარი პრიზი პროექტის გამარჯვებულის ტიტული და ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა იყო, თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლე ელა გორგოძემ ინდივიდუალურ ტესტირებებში უმაღლესი ქულები მოიპოვა და გაიმარჯვა. 

ელა გორგოძე იმყოფებოდა ტაო-კლარჯეთში. მისთვის ეს მოგზაურობა დაუწყარი იყო. ბოლოს კი სკოლაში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. 

„ორი სასწავლო სემესტრის განმავლობაში იბრძოდა და შრომობდა ჩვენი სკოლის გუნდი. პირველი სემესტრის ფინალისთვის ჩვენი სკოლის გუნდი თავდაუზოგავად შრომობდა, მაგრამ ქულათა მცირე სხვაობის გამო ვერ მოიპოვა გამარჯვება. 

მეორე სასწავლო სემესტრის ბოლოს, „დავითიანნის“ დასკვნით ფინალზე, სადაც მთავარი პრიზი გახლდათ პროექტის „დავითიანნი 2022“  გამარჯვებულის ტიტული და მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში, ჩვენი სკოლის წარმომადგენელმა, ელა გორგოძემ ინდივიდუალურ ტესტირებებში უმაღლესი ქულები აიღო და გამარჯვებაც მოიპოვა. 

გამარჯვებულმა იმოგზაურა ტაო-კლარჯეთში, იხილა ჩვენი დაკარგული მიწა-წყლები, წინაპრების ნაგები უდიდესი ტაძრები.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სკოლაში, მოწვეული იყო „დავითიანნის“ სულისჩამდგმელი ნიკოლოზ ცხომელიძე. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს გავლილი გზა და მიღწევები. განსაკუთრებული ემოცია ახლდა ტაო-კლარჯეთის კადრების ხილვას.

სკოლა ულოცავს გამარჯვებას მოსწავლეებს. წინსვლასა და წარმატებას უსურვებს მოტივირებულ ახალგაზრდებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება