| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე მერაბ სიხარულიძემ 7 წლის ფერეიდნელ ბიჭს წერილზე უპასუხა.
ფერეიდნელი ბიჭის წერილი შესულია VI კლასის სახელმძღვანელოში - „ჩვენი საქართველო“. მერაბ სიხარულიძეს მისცეს საშინაო დავალება, რომელიც ამ წერილზე პასუხის გაცემას ითვალისწინებდა.
ჩვენ მის ნაწერს უცვლელად გთავაზობთ:
„გამარჯობა, ტარიელ. მე მერაბი ვარ. როდესაც პატარა ვიყავი, ბაღის ასაკში, მეც შენსავით მინდოდა ჯარისკაცი გამოვსულიყავი, ასევე, ფეხბურთელი.
როცა პირველ კლასში ვიყავი, დედამ და მამიდაჩემმა ჯარისკაცის ფორმა და ავტომატი მიყიდეს. მე ეზოს გარშემო დავდიოდი და მშობლებს ვეუბნებოდი, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე-მეთქი. მეხუთე კლასში ვისწავლეთ შინდისის ბრძოლის შესახებ.
როცა 2008 წელს ომი დაიწყო, მე დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, თუ როგორი ტკივილი გადაიტანა ჩვენმა ოჯახებმა.
ამ ომში იბრძოდა ბიძაჩემი, მამაჩემის ძმა, რომელიც იბრძოდა შინდისში, დედაჩემის ძმა, ჩემი ოჯახის ახლობლები. ძალიან განვიცდი, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. იმედი მაქვს, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს. მეც ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ“,- წერს სკოლის მოსწავლე მერაბ სიხარულიძე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება