სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია, რომელი უნივერსიტეტები, რა ფაკულტეტებზე გამოაცხადებენ მიღებას - მინისტრი სიას ასაჯაროებს
12-02-2026
-
+


განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ისაუბრა  რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოაცხადებს მიღებას 2026 წლის აბიტურიენტებისთვის. 

უნივერსიტეტები წელს 2000-ით მეტ სტუდენტს მიიღებენ - ჩასარიცხი ადგილების რაოდენობა გაიზარდა 

როგორც მინისტრმა განაცხადა: 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მიღება გამოცხადდება შემდეგ ფაკულტეტებზე - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებები;

საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო ტექნიკურ დისციპლინებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტში მიღება გამოცხადდება მედიცინის სპეციალობებზე;

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში მიღება გამოცხადდება პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამებზე;

სოხუმის უნივერისტეტში მიღება გამოცხადდება აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე და პედაგოგიკის სპეციალობებზე;

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერისტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;

ბათუმისა და ქუთაისის უნივერისტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერისტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებებსა და პედაგოგიკაზე;

მისივე განმარტებით: აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თუმცა უახლოეს პერიოდში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც რამდენიმე თვეში აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახალმიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება