სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ არიან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი და რა ვალდებულებები აქვთ მათ
16-02-2026
-
+


ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის წესში განსაზღვრულია ვინ არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი.

სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს უწყობს მის განხორციელებას. ისგ ჯგუფი ვალდებულია, სემესტრის ბოლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევის შესახებ წერილობითი ინფორმაცია წარუდგინოს სკოლის დირექტორს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.

სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  კლასის დამრიგებელი;

ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;

გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;

დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  კანონიერი წარმომადგენელი;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.

3. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.

ისგ ჯგუფი იკრიბება, სემესტრში მინიმუმ 2-ჯერ. ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო მიზნებს, მიღწევებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.

ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

ყოველი სემესტრის დასასრულს, ისგ  ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების სახით წერილობით წარმოადგენს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო მიზნებთან მიმართებაში, იმ საგანში, რომელსაც ასწავლის. მასწავლებელი ანგარიშს წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება