სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის დირექციას დამატებითი ვალდებულებები განესაზღვრა - მასწავლებელთა ახალი სქემის დეტალები
22-02-2026
-
+


პროფესიული განვითარების ახალი სქემა, მხოლოდ სტატუსის ამაღლების მსურველ პედაგოგებს არ უყენებს ახალ მოთხოვნებს. დოკუმენტი „ითვალისწინებს სკოლის ბაზაზე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და მისთვის მრავალფეროვანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნას“.

აქედან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს განესაზღვრათ გარკვეული ვალდებულებები.

პირველ ყოვლისა, „ყველა  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აამოქმედოს სკოლის ბაზაზე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების შეფასებისა და პროფესიული განვითარების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც  მოიცავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შეფასების, მისი პროფესიული საჭიროებების დადგენისა და საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების მექანიზმებს“.

სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლამ თვითშეფასების მიზნით, უნდა გააანალიზოს საკუთარი საქმიანობა და განსაზღვროს საჭიროებები მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სამი მიმართულების შესაბამისად.

„სკოლის მიერ საჭიროებების განსაზღვრა ეფუძნება თვითშეფასებით იდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნებს“, - განმარტებულია დოკუმენტში.

ასევე სკოლა განსაზღვრავს შესაბამის ფუნქციებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის თითოეული მიმართულებით და სასწავლო წლის დასაწყისში უნდა გაუნაწილოს მათ.

გასათვალისწინებელია, რომ „თუ  სკოლა სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე  მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს  დაასაქმებს ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, სკოლა ვალდებულია, აღნიშნულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს გადაუნაწილოს არჩეული კარიერული მიმართულებით არსებული ვაკანტური ფუნქცია ან არსებული საჭიროების შესაბამისად განსაზღვროს დამატებითი ფუნქცია“.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება