| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთ მართვის სააგენტომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა დასახელების საკანცელარიო ნივთების შესასყიდად მილიონ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, შპს „პენსან ჯორჯია“ მილიონ 57 ათას ლარად შეიძენს საჯარო ბაღებისთვის შემდეგ ნივთებს:
გამომთვლელი მანქანები/კალკულატორები; საკანცელარიო ნივთები; საშლელები; მელანი; ბურთულიანი კალმები; ტუშიანი კალამი; ფლომასტერები; მარკერები; ფანქრები; ფანქრის სათლელები; კორექტორები; საკანცელარიო ნივთები; სამაგიდე თაროები ან ორგანაიზერები; სახაზავი ქაღალდები; სტეპლერის ტყვიები; ჭიკარტები; ქაღალდის სკრეპები; სტეპლერები; ანტისტეპლერები; სახვრეტელები; საბუთების ჩასაწყობი ყუთები, საკანცელარიო ჯამები, შესანახი ყუთები და მსგავსი ნივთები; კალენდრები.
რაოდენობები იხილეთ ბმულზე
კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, კვარტალში ერთხელ უნდა მიაწოდოს ბაღებს ზემოაღნიშნული ნივთები.
„მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 40 კალენდარული დღის ვადაში. თითოეულ ჯერზე, შემსყიდველის საჭიროების მიხედვით, დავალებით განისაზღვრება საბავშვო ბაგა-ბაღების ჩამონათვალი, მისამართების მითითებით, ასევე თითოეულ ლოკაციაზე მისაწოდებელი საქონლის სახეობები შესაბამისი რაოდენობებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას