| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განმარტა, რატომ არ გააუქმა უცხოელი სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამები.
„საქართველოში სწავლობს 37 000 უცხოელი სტუდენტი, რომელთა უმრავლესობა ინდოეთის მოქალაქეები არიან. სტუდენტების 7% არიან იორდანიიდან, 6% ისრაელიდან, 5% სუდანიდან, ხოლო 3-3% – პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ეგვიპტიდან.
ერთი უცხოელი სტუდენტი, სწავლის გადასახადის სახით, წელიწადში საშუალოდ 15,500 ლარს იხდის და ქვეყანაში დამატებით 16,300 ლარს ხარჯავს. მთლიანობაში, უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში, დაახლოებით, 300 მილიონი ლარი შედის.
გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ. შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის არავითარ რისკს არ ქმნიან“, - აღნიშნავს კობახიძე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია