სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 
15-02-2026
-
+


ბრიტანელი პედაგოგების გამოკითხვის საფუძველზე, განათლების მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეთა დაახლოებით ერთმა მესამედმა წიგნის გადაფურცვლა არ იცის. ამის შესახებ გამოცემა Futurism წერს.

პედაგოგების თქმით, ბავშვების 28% ქაღალდის გვერდების „გადასქროლვას“ ცდილობს, ისე თითქოს სენსორულ ეკრანთან ჰქონდეს საქმე. 

კვლევაში დაახლოებით ათასი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი მონაწილეობდა. კვლევის ავტორები მიღებულ შედეგებს ადრეული ასაკიდან ბავშვების ციფრულ მოწყობილობებზე მიჯაჭვულობით ხსნიან. გარდა ამისა, მზარდია ბავშვების დამოკიდებულება ხელოვნურ ინტელექტზე. 

პედაგოგებმა მიუთითეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებში არსებულ სხვა პრობლემებზეც: მათი თქმით, ბავშვების დაახლოებით მეოთხედი ჯერ კიდევ არ არის მიჩვეული საპირფარეშოს და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ჭამასა და სმას.

როგორც Daily Mail წერს დიდ ბრიტანეთში დაწყებითი სკოლის ყოველი მე-4 მოსწავლე გაკვეთილზე საფენებით დადის.  პედაგოგები კი იძულებულნი არიან ყოველდღიურად ნახევარი საათი დახარჯონ საფენის გამოსაცვლელად ან საპირფარეშოში ბავშვების დასახმარებლად, რაც საბოლოოდ კვირაში ერთ სასწავლო დღეს უტოლდება. მასწავლებლების 70%-მა აღნიშნა, რომ ზემოთაღნიშნული მიზეზით გაკვეთილის შეწყვეტის გამო, კლასში აკადემიური მოსწრება დაზარალდა. 

ყოველწლიურ გამოკითხვაში მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლთაც არ აქვთ სასკოლო ცხოვრებისთვის საბაზო უნარები, იზრდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება