სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი სკოლა აშენდება პირველ რიგში, კომისია გადაწყვეტს - უფლებამოსილებასა და განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს
19-02-2026
-
+


მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია-მშენებლობის საკითხებს განიხილავს. სხდომები მინიმუმ ოთხჯერ უნდა ჩატარდეს, ერთ-ერთი თანათავმჯდომარის მოწვევით, ხოლო დღის წესრიგი კომისიის მდივანმა უნდა შეადგინოს. ცნობილია კომისიის შემადგენლობაც და უფლებამოსილებებიც.

კერძოდ, კომისია უფლებამოსილია:

ა) განიხილოს და გადაწყვიტოს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) განსაზღვროს პროექტების პრიორიტეტულობა;

გ) განსაზღვროს პროექტების მიზანშეწონილობა, შესაბამისობა დარგობრივ პოლიტიკასთან, ასევე იმსჯელოს საჯარო სკოლების სიმძლავრეების საკითხზე (მათ შორის: მოსწავლეთა რაოდენობა, სტანდარტების შესაბამისი ალტერნატიული გადაწყვეტები და სხვა);

დ) შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები შესაბამისი ორგანოებისთვის.

ასევე, დოკუმენტით განსაზღვრულია განსახილველი საკითხები:

ა) ახალი საჯარო სკოლების მშენებლობისა და არსებული ობიექტების სრული რეაბილიტაციის გეგმები;

ბ) ნაწილობრივი რეაბილიტაციის შესახებ წინადადებები და წარდგენილი ინფორმაცია;

გ) საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის სასკოლო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხები;

დ) საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის სკოლის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხები;

ე) საპროექტო დავალებები და არქიტექტურულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საკითხები;

ვ) კომისიის წევრების მიერ წარდგენილი სხვა საკითხები.

დანგრეული და გასარემონტებელი სკოლების საკითხებზე კომისია იმუშავებს - ცნობილია, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება