| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა.
უმძიმესი ტრაგედია, სოფელ მელაანში, 21 თებერვალს მოხდა. „ჰონდას“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ხუთი მოზარდი იჯდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შემდეგ ავტომობილიდან გადმოსვლა შეძლო ორმა მოზარდმა. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამწუხაროდ, ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან გამოსვლა ვერ შეძლო სამმა მოზარდმა - ისინი ადგილზე დაიღუპნენ. დაღუპულები არიან ორი ბიჭი და ერთი გოგონა - ისინი ერთმანეთის დეიდაშვილ-ბიძაშვილები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელში მდებარე ეკლესიაში იმყოფებოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ავარია ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას