სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შერჩეული პედაგოგები მასტერკლასებს ჩაატარებენ - „ვიზიტი 1–6 მარტს განხორციელდება და სრულად დააფინანსებს მასწავლებლის სახლი“
18-02-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეული ფიზიკის მასწავლებლები ერთკვირიან სტაჟირებას ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში — CERN-ში (European Organization for Nuclear Research) გაივლიან.

„ვიზიტი განხორციელდება 2026 წლის 1–6 მარტს და სრულად დაფინანსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

სტაჟირების ფარგლებში პედაგოგები დაათვალიერებენ CERN-ის სამეცნიერო ლაბორატორიებს, დაესწრებიან ექსპერიმენტებს, გაეცნობიან თანამედროვე მიღწევებს და მომავლის პერსპექტივებს ფიზიკაში; ჩაუტარდებათ ლექციები CERN-სა და სხვა წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე კვლევების, სამეცნიერო მიღწევებისა და ფიზიკის როლის შესახებ თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვიზიტის მონაწილე მასწავლებლები პრეზენტაციებს და მასტერკლასებს ჩაატარებს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

2026 წელს სტაჟირების გასავლელად კონკურსის წესით შერჩეულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების ფიზიკის ათი მასწავლებელი.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება